2014 წლის 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ელსა თბილისისა და ელსა მიუნხენის ორგანიზებით იმართება ორმხრივი სასწავლო ვიზიტი გერმანიის ქალაქ მიუნხენში.მიუნხენი ითვლება გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მას გააჩნია თვითმმართველი თავისუფალი ქალაქის სტატუსი და წარმოადგენს ზემო ბავარიის ადმინისტრაციულ ცენტრს.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა მიუნხენის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებსა და გაიღრმაონ ცოდნა და ურთიერთობები პროფესიულ საქმიანობაში.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის საფასური შეადგენს დღეში 22 ევროს. ასევე აღსანიშნავია, რომ მონაწილე მგზავრობისა და კვების ხარჯებს ფარავს თვითონ.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა.აპლიკაციის ფორმა:https://docs.google.com/forms/d/1DNstq5rWy5KA8bCsBVy9BdXKq_iNbbEOk6tqdVTlzyQ/viewform მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე. აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 მარტი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ელსა თბილისის სემინარებისა და კონფერენციების ვიცე–პრეზიდენტს ანა ოსაძეს ან სასწავლო ვიზიტების დირექტორს თეონა კაპანაძეს.
✆ტელ: 577 133 111 ანა ოსაძე
✆ტელ: 551 007 152 თეონა კაპანაძე
✉ : [email protected]