ბრიტანეთის ელჩი სტუდენტებს შეხვდა

უნივერსიტეტების სიახლეები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ეწვია. ელჩი სტუდენტებს შეხვდა და საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე ისაუბრა. სტუმარმა აქცენტი ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე და ასოცირების ხელშეკრულებაზე გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მზად არის საქართველოს დასახმარებლად. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა მეზობელი რუსეთის მხრიდან გატარებულ პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. თელავში უკვე მეორედ ვარ. დღევანდელ შეხვდრაზე სტუდენტებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე ვისაუბრე. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხში.“ – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

შეხვედრის დასასრულს, ბრიტანელმა სტუმარმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები