ცეცხლოვანი ლათინო საღამო და ესპანელი სალსერო – ჩუჩო ვალდერო

ივენთი

თბილისისთვის ცოტა უჩვეულოა, ცეცხლოვანი ლათინური საღამოები. თუმცა, პარასკევი დღე „Mario Latino Dance Group“-ის მეშვეობით იშვიათ გამონაკლისად იქცა.

Magti Club-ში ესპანელი სალსეროს, ჩუჩო ვალდეროს მასტერკლასი ჩატარდა.

Latin-DeeJay IO – გიორგი სირაძის განცხადებით, „Mario Latino Dance Group“-ის მთავარი მიზანია განავითაროს სოციალური ლათინო ცეკვები საქართველოში.

“ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა – განვავითაროთ სოციალური ლათინო ცეკვები საქართველოში: სალსა, მამბო, რუმბა და ასეთი სტილები, არანაირი კავშირი არ გვაქვს სამეჯლისო ცეკვასთან. ქართველები გაურკვევლობაში იყვნენ, საერთოდ რა მიმართულების ცეკვებთან ჰქონდათ საქმე და ძალიან რთულად დავიწყეთ, თუმცა გვაქვს მასტერკლასები, Dance Group -შოუები, ჩვენ ვართ „Mario Latino Dance Group“ და ვაკეთებთ ერთგვარ შოუს დიჯეის ფორმატში. ასევე, ჩართული გვაქვს კლუბური მუსიკაც, მაგრამ ესეც გათვლილია ლათინო მიმართულებაში. მასტერკლასებზე ხშირად გვყავდა მოწვეული უცხოელი მასტერები. მაგალითად, დღეს მოწვეულია ესპანელი ძალიან ცნობილი სალსერო – ჩუჩო ვალდერო, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში მოღვაწეობდა და ბევრი კონკურსის გამარჯვებულია. საქართველოში ჩამოსული ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტიც ინტერესდება ჩვენი ღონისძიებებით. რასაკვირველია, გვყავს ხოლმე ქართველი მასტერებიც, თუმცა, გვიხარია, როცა უცხოელი პროფესიონალები ინტერესდებიან. ახლა ყალიბდემა „Mario Latino Dance School“, რადგანაც ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდა ამ ცეკვებს. ეს სკოლა კი, ისევ და ისევ, მინდა, ხაზი გავუსვა, იქნება ლათინო სოციალური ცეკვებისკენ მიმართული”

10000106_10202030824867525_787439291_n

ჯგუფის წევრობისთვის არ არის აუცილებელი, პროფესიონალი მოცეკვავე იყო. მისი წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. ჩვენთან საუბარში, Dance Group-ის წევრმა თიკო გელაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფში მოხვედრა ყველა მსურველს შეუძლია.

“Mario Latino in Tbilisi არსებობს უკვე ორი წელია, ხოლო ჩვენი ჯგუფი (Mario Latino Dance Group) 6 თვეზე მეტია. ვასრულებთ ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, უშუალოდ – სალსა, ბაჩატა. ჯგუფში გვყავს სხვადასხვა პროფესიის წევრი, ზოგი ბანკში მუშაობს, ზოგი შეფ მზარეულია, ზოგი პროგრამისტია, არქიტექტორი და ა.შ. ყველა ჩვენგანს გვაქვს სამსახური და დღის მეორე ნახევარში ვიკრიბებით სტუდიაში, სადაც ვქმნით თითოეულ ცეკვას. ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი, მოვიდეს ჩვენთან. ჯგუფის რამდენიმე წევრს გვაქვს იმის ბაზა, რომ ვასწავლოთ ახალშემომატებულ მოცეკვავეებს და შემდეგ უკვე მათზეა დამოკიდებული, რამდენად აითვისებენ. ყოველ პარასკევს გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება, კონკურსები, დაჯილდოვებები, ვიღებთ მოწვეულ მასტერებს და კიდევ უამრავი რამ იგეგმება Mario Latino-ში” – აღნიშნა თიკო გელაშვილმა.

საღამო ენერგიულად დაიწყო. ქართველ სტუმრებს უცხოელი ტურისტებიც შემოერთდნენ და ესპანელი სალსეროს მასტერკლასმაც არ დააყოვნა.

Studinfo.Ge ჩუჩო ვალდეროსაც გაესაუბრა, რომელმაც საქართველოზე, ქართველებისა და ესპანელების მსგავსებეზე, საკუთარ კარიერაზე და რაც მთავარია, ლათინო ცეკვებზე ისაუბრა.

„ძალიან მომწონს ქართველები, კარგი ხალხია, ცეკვის დონეს საკმაოდ კარგი აქვთ, ადვილად ითვისებენ. დღეს ბაჩატას მასტერკლასი გვქონდა. გარდა ამისა, დავათვალიერე თბილისი და აღვფრთოვანდი, მიმაჩნია, რომ ევროპის ერთ-ერთი კარგი ქალაქია. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი კულტურა და ისტორია, პატივს სცემთ რელიგიას და თითოეული საუკუნე გამორჩეული გაქვთ. ეს მართლა ძალიან სასიამოვნოა. ქართველებსა და ესპანელებს შორის მსგავსებას ნამდვილად ვხედავ. შემიძლია ვთქვა, რომ ესპანელების მსგავსად, ქართველებიც საკმაოდ ტემპერამენტიანი ხალხია, ამას მე ვხედავ. ორივე ეროვნების ხალხი საკმაოდ ხმამაღალი მოსაუბრეა. ერთ დიდ განსხვავებას, რასაც ვატყობ, რელიგიის თვალსაზრისით – ქართველები ძალიან რელიგიური ხალხია, ესპანელები უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მას. მე აღმოვაჩინე ჩემს თავში ცეკვის ნიჭი, როცა ვიყავი 13 წლის. პირველად ვიცეკვე ფლამენკო, ბებიაჩემმა წამაქეზა. თუმცა, მოგვიანებით, სალსა რომ ვიცეკვე, ეს უფრო მომეწონა, რადგან უფრო ნაკლებად დინამიკური ცეკვაა… არ ემორჩილება რთულ კანონებს და უფრო თავისუფალი ხარ. მე ვმუშაობდი ესპანეთში, მადრიდში, თუმცა ამ ეტაპზე ვასწავლი ბერლინში, ცეკვის სკოლაში. ასევე, გვაქვს მასტერკლასები, ვორქშოპები, უბრალოდ გაკვეთილები და ა.შ. “ –  აღნიშნა ჩუჩო ვალდერომ.

10152883_10202030810547167_1844139695_n

ნაციონალური და არა სამეჯლისო ლათინო ცეკვები Magti Club-ში, Dance Group-ის ჯგუფის ორგანიზებით ყოველ პარასკევს იმართება.


გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები