სტუდენტური ქალაქების გიდი: ექსეტერი

სტუდენტური ცხოვრება

ერთი შეხედვით, ექსეტერი შეიძლება გეჩვენოთ წყნარ, საშუალო კლასის ქალაქად, რომელშიც ბევრი არაფერი ხდება. მისი მოსახლეობა არც მრავალფეროვანია და მისი არქიტექტურაც მწირია.

თუმცა, ქალაქი მაინც ინარჩუნებს ბალანსს თანამედროვეობასა და ჩაძირულ ისტორიას შორის. მთავრი ის არის, რომ ქალაქი მეტად მოსახერხებლადაა განლაგებული. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შემოიაროთ მთავარი სანახაობები. უნივერსიტეტის საოცარი კორპუსიდან დაწყებული,  უამრავი მშვენიერი რესტორნითა და კლუბით დამთავრებული. მათი შემოვლა სულ რაღაც 20 წუთში შეგიძლიათ.

ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სტუდენტობა შეადგენს, რაც ხელს უწყობს სახალისო და მეგობრული ატმოსფეროს შექმნას ამ მშვიდ გარემოში.

Exteter_Cathedral_2923rw

ღამის ცსოვრება

ექსეტერის გასართობი კლუბები, ყველა ცენტრალურ ადგილასაა, უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს. მათი სიმცირის მიუხედავად, სადაც სტუდენდებია, იქ აქტიური ღამის ცხოვრებაც არის. ასე რომ, თუ სწორ ადგილს შეარჩევთ, ნამდვილად არაჩვეულებრივად გაერთობით. Mosaic, Arena და Timepiece ყველაზე პოპულარული კლუბებია. The union pub-ს, The Ram-სა და The Imperial-ს კი უამრავი სტუდენტი სტუმრობს შედარებით იაფი სასმელის ძიებაში.

მუსიკალური საღამოები იმართება Exeter Phoenix-ში, Cavern-სა და Cellar door-ში, სადაც, ძირითადად, ინდი მუსიკის მოყვარულები იკრიბებიან.

night

დღის ცხოვრება

ქალაქში დიდი არჩევანია რესტორნებისა. აქ წარმოდგენილია ყოველნაირი სამზარეულო და საკმაოდ გემრიელი საკვებიც ხელმისაწვდომ ფასებშია. Firehouse მათ შორის ყველაზე ცნობილია.

Quay მშვენიერ ხედს გთავაზობთ მდინარის სანაპიროს გასწვრივ და შესანიშნავი საკვებით გიმასპინძლდებათ.

ქალაქი საშოპინგო ადგილებით არ გამოირჩევა, მაგრამ, მაინც საკმარისი მაღაზიებია შუადღით დროის გასაყვანად.

სპორტის მოყვარულებს ელით Exeter Chiefs-ის თამაში ქალაქის გარეუბანში, რაგბის მოედანზე. საფეხბურთო გუნდი კი სტუდენტთა საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მოედანზე მასპინძლობს პრემიერ ლიგებს. პიკნიკების მოყვარულებისათვის კარგი ადგილია Dartmoor-ის ეროვნული პარკი.

wembley_high_angle_465x349

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

სტუდენტებს მთელი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვდებით, თუმცა, უმეტესობა საცხოვრებლად უნივერსიტეტს, ქალაქის ცენტრსა და საფეხბურთო სტადიონს შორის არსებულ „სამკუთხედს“ ირჩევს. ქირა ამ ტერიტორიაზე შედარებით ხელმისაწვდომია. სტუდენტების სიმრავლის მიუხედავად, საცხოვრებელი კომპაქტურად არის მოთავსებული ყოველი სატრანსპორტო გზისა და მრავალგვარი საჭირო დაწესებულების სიახლოვეს.

rexfeatures_2106698a

 

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

www.independent.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები