„X ფაქტორი” – მუსიკალური ფაქტორის ძიებას აგრძელებს

კულტურა

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გადაცემა „X ფაქტორის“ გარე გადაღება მიმდინარეობდა.

კონკურსანტების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან იყვნენ, როგორც თინეიჯერები, ისე გამოცდილი მომღერლები. პროექტის საბოლოო მონაწილეების შერჩევა 16 მარტიდან დაიწყება. მომღერლებს დაძაბულობა მაინცდამაინც არ ემჩნეოდათ.

Studinfo.Ge რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

 20140315_160004

მანანა კოხრეიძე

–         თუ იცი, ვის წინაშე უნდა წარსდგე დღევანდელ შესარჩევ ტურზე?

–         ჟიური ახლა გაირკვევა, ვინ იქნება, ჯერ არ ვიცი.

–         რა ჟანრს მღერით?

–         მე საერთოდ მეტალ-მუსიკოსი ვარ, მაგრამ მეტალს აქ არ ვიმღერებ. შევასწულებ „ლაით“ ალტერნატივას.

–         მარტო მონაწილეობთ თუ ბენდი გახლავთ?

–         მარტო ვარ, იმიტომ რომ ბენდი ამ კონკურსზე არ შეიძლება, ვოკალური კოლექტივები კი, მაგრამ ბენდი – არა.

20140315_160423

ალექსანდრე ქიტესაშვილი

–         რას მღერით შესარჩევ ტურზე?

–         ხვალ Deep Purple-ს Sail Away-ს შემოგთავაზებთ.

X factor – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური კონკურსი გახლავთ. საქართველოში კი, წელს პირველად, ტელეკომპანია რუსთავი 2 თავის მაყურებელს და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აძლევს შანს, გახდეს კონკურსის მონაწილე და, დაძაბული ბრძოლის შედეგად, მიაღწიოს სასურველ გამარჯვებას.

გავრცელებული ინფომრაციით, ქართულ X Factor-ში შესაძლოა ცნობილი ბრიტანელი მუსიკალური პროექტების მწვრთნელი და ჯიურის წვერი Simon Cowell ვიხილოთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები