ახალგაზრდებმა კულტურის სამინისტროს შენობასთან კვერცხები დაყარეს. როგორც სამინისტროსთან გამართულ აქციაზე სტუდენტებმა განაცხადეს , 30 კვერცხი მოიტანეს სიმბოლურად და იმის ნიშნად, რომ საყდრისის უძველესი მაღარო ხელისუფლებამ გაყიდა.
ახალგაზრდების განცხადებით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ საყდრისის მაღაროს უძველესი, კულტურული ძეგლი უკვე დაზიანებულია. მათ გურამ ოდიშარიასაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ საყდრისის ძეგლის განადგურებას მინისტრს არ აპატიებენ.
“მივმართავთ მინისტრს, არ შეგარჩენთ ამ უპასუხისმგებლო, არაადამიანურ და დამამცირებელ გადაწყვეტილებას. თქვენ გგონიათ, რომ თავი გადაირჩინეთ და შვებულებაში წავხედით, მაგრამ კარგად არ დაგიმთავრდებათ, ეს თქვენი შვებულება”, – მიმართეს აქციის მონაწილეებმა გურამ ოდიშარიას.
ამასთან, სტუდენტებმა კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს საყდრისის დაცვისკენ მოუწოდეს.
აქციაზე კულტურის მონისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარიც მოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ საყდრისის ძეგლის დაზიანების გამო ხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ასევე ბანერი წარწერით “დაიცავი საყდრისი”.
წყარო: – ipn.ge