[jwplayer mediaid=”10910″]
რუსთაველის მეტროსთან, დღეს, „ახალი ხმის“ მონაწილეს, იოანე არაბულს გადავაწყდით. მუსიკალური ჯგუფი Shelby, რომლის სოლისტი თავად იო გახლავთ, მონატრებული მსმენელისთვის ცოცხალ კონცერტს მართავდა. აუდიტორიის ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. ვფიქრობთ, მსმენელებსა და მუსიკოსებს შორის კავშირი შედგა.
Studinfo.Ge შეეცადა, საკუთარი მკითხველისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, ამიტომ მუსიკალურ ნომრებს შორის პაუზის დროს, ჯგუფის სოლისტს, იონარე არაბულს, კომენტარი ვთხოვეთ.
„ჩვენ ვართ ჯგუფი „shelby“, ჩამოვედით რუსთავიდან თბილისში, ახლა კონცერტები არ გვაქვს, მაგრამ იმდენად გვენატრება ხოლმე დაკვრა და მსმენელთან ურთიერთობა, მოვდივართ ხოლმე ხანდახან და ვუკრავთ ექსპრომტად, ეს ხალხსაც სიამოვნებს, რა თქმა უნდა, და ჩვენც ორმაგად გვსიამოვნებს ეს ყველაფერი“, – აღნიშნა იოანე არაბულმა.
გიორგი ურუშაძე