ილიაუნის ინოვაციური პროექტი – Game of Robots

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს უკვე მეორედ იწყებს ინოვაციური პროექტის განხორციელებას. Game of Robots – თამაში, სადაც სტუდენტების მიერ აწყობილი რობოტები ერთმანეთს, გამძლეობასა და სისწრაფეში ეჯიბრებიან. ამჯერად, პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ გუნდს შეუძლია, რომელიც ონლაინ სააპლიკაციო ფორმას შეავსებს და წარმატებით გაივლის გასაუბრებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომისიასთან, გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, გუნდებს ექნებათ დრო რობოტების შესაქმნელად და 1 ივნისს დაგეგმილი ბრძოლისთვის, მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად.

ორთაბრძოლა 1 ივნისს გაიმართება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები