[jwplayer mediaid=”10851″]
10 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება პროექთ სტუდენტური დღეები 2014 -ის პრეზენტაცია.
2013 წელს სტუდენტური დღეები ნარკომანიასთან ბრძოლის ეგიდით ჩატარდა და პროექტში მონაწილეობა მიიღო 5000-მდე სტუდენტმა 40 სხვადასხვა სასწავლებლიდან.
2014 წელს კი სტუდენტური დღეები ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება.
სტუდენტური დღეები 2014 – ის მიზნები და ამოცანები:
- ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
- ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
- ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ;
- სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელებას სხვა სამიზნე ჯგუფებში;
- სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 21 მარტის ჩათვლით.
2014 წელს პროექტის მხარდამჭერები არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ტელეკომპანია იმედი.
წყარო: http://msy.gov.ge/