10 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალი სტუდენტური პროექტის, თაობა L-ის, პრეზენტაცია. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ მხატვრული ლიტერატურით. საწყის ეტაპზე მონაწილეები წაიკითხავენ ეტაპობრივად შერჩეულ 10 წიგნს.
პროექტი შედგება სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი- დარეგისტრირება.
მონაწილეობის მსურველებმა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ფაკულტეტის დასახელება და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე [email protected]
მეორე ეტაპი – გათვალისწინებული 10 წიგნის წაკითხვა და შესაბამისი ტესტის გავლა.
მესამე ეტაპი – უმაღლესი ქულების მქონე 10 ფინალისტი 23 აპრილს ერთმანეთს ფინალში შეხვდება.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება 1000 ლარით ან 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ.
პრეზენტაციის შემდეგ ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია, რომელზეც ისაუბრა ლიტერატურასა და საზოგადოდ წიგნიერებაზე.
მარიამ გზირიშვილი