სამუშაო პროგრამა გერმანიაში, ახალაგზრდებისათვის

გაცვლითი პროგრამები

CENN აცხადებს მოხალისეების მიღებას სამუშაოდ პარტნიორ ორგანიზაციაში Bread for the World, გერმანია

Bread for the World – პროტესტანტული ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მიიღებს მოხალისეებს 12–15 თვით 2014 წლის აგვისტოდან. მოხალისეები იმუშავებენ ბერლინში, Bread for the World–ის ცენტრალურ ოფისში, ან გერმანიის რეგიონულ პარტნიორ ორგამიზაციებში.

პროგრამა განკუთვნილია 18–28 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებთაც აინტერესებთ საზოგადოებრივი, განვითარების და გარემოს დაცვის საკითხები, ასევე სხვა გლობალური გამოწვევები. პროგრამაში შედის გერმანული ენის სამთვიანი კურსი და გერმანიაში ინტეგრაციის 25 დღიანი საორიენტაციო სემინარი. მოხალისეების მგზავრობას, ცხოვრებას და აუცილებელ ხარჯებს დაფარავს Bread for the World და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების გერმანიის ფედერალური სამინისტრო.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

· იყოს 18–28 წლის ახალგაზრდა მინიმუმ საშუალო ან პროფესიული განათლებით;

· ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა, ელემენტარული გერმანულის სასურველი, მაგრამ არა სავალდებულო;

· მზად იყოს იცხოვროს ინტერკულტურულ გარემოში და მოხალისედ იმუშაოს არაფორმალური სწავლების პირობებში;

· სურვილი ჰქონდეს იმუშაოს სამოქალაქო სექტორში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რომ თავისი გამოცდილება მოახმაროს საზოგადოების განვითარებას;

· სასურველია ჰქონდეს საზოგადოებირივი საქმიანობის გამოცდილება.

მოხალისე მზად უნდა იყოს:
· გაატაროს გერმანიაში 12–15 თვე , შემდეგ კი დაბრუნდეს სამშბლოში;

· დაიცვას გერმანიის კანონები, მათი დარღვევის შემთხვევაში Bread for the World–ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება;

· იმუშაოს 12 თვე, კვირაში 40 საათი, თავისი კვალიფიკაციის და უნარების შესაბამის პოზიციაზე.

დაინერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CVდა მოტივაციის წერილი სენში, შემდეგ მისამართზე:

Mail: natalia.partskhaladze@cenn.org

T +995 32 275 19 03/04

F +995 32 275 19 05

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები