პიესების კრებულის “ცოლები გეგმავენ ღალატს” პრეზენტაცია

კულტურა

6 მარტს საქართველოს მწერალთა სახლში ლელა კოდალაშვილის პიესების კრებულის “ცოლები გეგმავენ ღალატს” პრეზენტაცია გაიმართა. მწერალმა ხაზი გაუსვა, რომ გამომცემლები პიესების ბეჭდვას რისკთან აიგივებენ, “საუნჯის” დამსახურება კი განსაკუთრებულად აღინიშნა.

პიესის დიალოგები რეალობიდანაა გადმოტანილი და იგნორირებულია გამოსახვის ახალი ფორმები დრამატურგიული თვალსაზრისით. “მე შევეცადე დავხმარებოდი ქალებს, მათ უკეთესად ვიცნობ, მინდოდა მიმეწვდინა მათთვის ჩემი ხმა, ეს არის ერთადერთი გზა, ახსნა, შეთავაზება როგორ შეიძლება “სხვანაირად” იფიქრო”.

პრეზენტაციისას გათამაშდა ნაწყვეტები პიესიდან. მწერლის მეგობარმა, ლიტერატორმა, პოეტმა სოფიკო კვანტალიანმა დიდი როლი ითამაშა ღონისძიების განხორციელებაში.

გიორგი ლობჟანიძემ ასე შეაფასა კრებული: “პიესებს, დრამატურგიას არავინ კითხულობს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ეს პროფესიულად ეხება. ჩვენ კი ხარისხიან ლიტერატურასთან გვაქვს საქმე და ყველა პირობაა იმისთვის, რომ პიესები მთელი სისავსით წარმოჩნდეს სცენაზე”.

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები