მოხალისეობის გამოფენა-ფორუმი ქუთაისში

კულტურა

ფორუმში, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, იმერეთში მოქმედმა ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. მოხალისეობის მსურველებს შეეძლოთ 14 სთ დან 17 სთ მდე დარეგისტრირებულიყვნენ სასურველ პროექტებში და ჩართულიყვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. ღონისძიების მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია.

2013 წელს ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია არაანაზღაურებადი მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულება; 28% – ისათვის მოხალისეობა სიკეთის უანგარო კეთებაა; 18% – გამოცდილების მიღება; 15%- თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება; 10% – პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის იყენებს.

აღნიშნული ფორუმი ქუთაისი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, აშშ მშვიდობის კორპუსის ახალგაზრდობისა და მოხალისეობის კომიტეტის, ქუთაისის 25-ე ; 41-ე და მე-9 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების და “ჰეფლინგ ჰენდის” ორგანიზებით, სს” ბანკი კონსტანტას” ფინანსური მხარდაჭერით; თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით  გაიმართა.

ავტორი: ანა ჯიქია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები