ტრეისერების შოუ რუსთაველის მეტროსთან

ივენთი

[jwplayer mediaid=”10662″]

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართველმა ტრეისერებმა სანახაობრივი შოუ მოაწყვეს. პარკურისთვის დამახასიათებელი ილეთებით მაყურებელი მიიზიდეს და, შედეგად, ახალგაზრდებს საინტერესო პროგრამა უჩვენეს.
სტუდინფოსთან საუბარში ერთ-ერთმა ტრეისერმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ გართობისთვის და ფულის შოვნისთვის კეთდება. ისინი არ წარმოადგენენ კონკრეტულ ჯგუფს, უბრალოდ ამ საქმიანობით ერთობიან.

„ეს არის უბრალოდ გართობა, ხალხს სიამოვნებს და ჩვენთვის ცოტა შემოსავლის წყაროა. დავჯდებით მერე, პურს შევჭამთ, ბედნიერები ვიქნებით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ტრეისერმა.

მათი თქმით, ისინი არიან არა პარკურისტები, არამედ ტრეისერები.

„ჩვენ ვართ არა პარკურისტები, არამედ ტრეისერები. ესეც დიდად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შოუს მონაწილემ.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები