2 მარტს, ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა ოსკარის 86-ე დაჯილდოვება. ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ ვის გადასცემდნენ კინოაკადემიის ჯილდოს. ცერემონიას წელს უკვე მეორედ ელენ დეჯენერესმა უმანსპინძლა.
ისევე, როგორც ყველა, მეც აქტიურად ვადევნებდი თვალს იმ ფილმებს, რომლებიც ნომინირებული იყო სხვადასხვა ნომინაციაში.
რაც შეეხება ფავორიტ მსახიობს, ძალიან მინდოდა ამჯერად ლეონარდო დიკაპრიოს მიეღო ოსკარი, თუმცა ჩემი სურვილი არ გამართლდა. სიმართლე გითხარათ, სურვილი ერთია და მოლოდინი მეორე, არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მეთიუ მაქკონაჰი მიიღებდა კინოაკადემიის ჯილდოს.
და, აი, გამარჯვებულებიც:
საუკეთესო ფილმი – მონობის 12 წელი/12 Years a Slave
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მეთიუ მაქკონაჰი/Matthew Mcconaughey
საუკეთესო მსახიობი ქალი – ქეით ბლანშეტი/Cate Blunchet
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში – ლუპიტა ნიონგო
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში – ჯარედ ლეტო
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – გაყინული/Frozen
საუკეთესო კინემატოგრაფია – გრავიტაცია/Gravity
საუკეთესო რეჟისურა – გრავიტაცია
საუკეთესო ფილმის მონტაჟი – გრავიტაცია
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – დიდებული სილამაზე (იტალია)
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – Let it go!/ გაყინული
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები – გრავიტაცია
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – მონობის 12 წელი
საუკეთესო ორიგინალური სცენარი – ის/Her
საუკეთესო მხატვრული გაფორმება – დიდი გეთსბი
კინოკრიტიკოსებმა უხვად დაასაჩუქრეს ალფონსო კუარონის ფილმი „გრავიტაცია“, რომელმაც შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა.
გარდა იმ ფაქტისა, თუ ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო მსახიობი ქალი/მამაკაცი, რომელი ფილმი გახდებოდა ოსკაროსანი და ა.შ. მოდის კრიტიკოსებიც აქტიურად ადევნებდენ თვალს, ოსკარის ცერემონიაზე სხვადასხვა დიზაინერის კაბებში გამოწყობილ „სელებრითების“, რომლებიც კამერების წინ თავს იწონებენ და პოზიორობდნენ.
ანჯელინა ჯოლი წელსაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მან არჩევანი ელი სააბის კაბაზე შეაჩერა.
ოლივია ვაილდი ვალენტინოს შავ კაბაში იწონებდა თავს.
ლუპიტა ნიონგო პრადას ცისფერ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ჯენიფერ ლოურენსი დიორის წითელ კაბაში იყო გამოწყობილი.
სანდრა ბალოკი ალექსანდრე მაქვინის ლურჯ კაბაში გლამურულად გამოიყურებოდა.
სალომე წიქარიშვილი