გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის 2013 წლის ასი სკოლადამთავრებული დააჯილდოვეს. ოქროს და ვერცხლის მედლები წარმატებულ მოსწავლეებს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ქარელმა გადასცა.
,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების’’ პროგრამა 2010-11 წლებიდან ხორციელდება საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინიციატივით და მის ფარგლებში არაერთი მოსწავლე დაჯილდოვდა.
მედალოსან კანდიდატებს ეროვნული სასწავლო გეგმის კრიტერიუმების მიხედვით ადგენენ. მედლებზე მოსწავლის სახელი, გვარი და შესაბამისი წელია მითითებული.
სოფიკო თინიკაშვილი,
გორი