„ოსკარის დაჯილდოების ცერემონია“ – საინტერესო ფაქტები

კულტურა

 „ოსკარი“ – ეს არის კონოაკადემიის ჯილდო, რომლის აღებაზეც ყველა მსახიობი ოცნებობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს ხვდება წილად ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ვართ კინემატოგრაფიასთან დაკავშირებულები,  „ოსკარის“ დაჯილდოებას ყოველწელს თითოეული ადამიანი დიდი ინტერესით ელოდება. საინტერესოა, თუ როგორ წარმოიშვა „ოსკარის“ ისტორია, რა საინტერესო ფაქტებია და მსახიობთა რა რეკორდებია დამყარებული.

unnamed

პირველად კინოაკადემიის შექმნის იდეა გაუჩნდა „მეტრო გოლდენ მეიერის“ მმართველს ლუი ბ. მეიერს. კოლეგების მხარდაჭერით იგი გახდა კომიტეტის უფროსი, რომელიც აირჩევდა გილდიის წევრებს. მუშაობას 1926 წლის ნოემბერში შეუდგნენ. 1927 წელს კი აკადემია ოფიციალური გახდა.

„ოსკარის“ დაჯილდოება თავიდანვე ამ სახელით არ სარგებლობდა. „ოსკარი“ მისი დაარსებიდან 6 წლის შემდეგ ეწოდა. სახელთან დაკავშირებით კი რამდენიმე ვერსია არსებობს: მსხიობი ბეტი დევისი ამბობს, რომ მან შეურჩია სახელი, რადგან თავის მეუღლეს ჰარმონ ოსკარ ნელსონს მიამსგავსა.  ასევე, მარგარეტ ჰერიკმა, აკადემიის აღმასრულებელმა მდივანმა, 1931 წელს ჯილდოს ხელში ჭერისას განაცხადა, რომ ეს მისი ბიძია ოსკარი იყო. თუმცა მოგვიანებით გამოირკვა, რომ ოსკარ პირსი მისი ბიძა კი არა, არამედ ბიძაშვილი იყო. ვარაუდობენ იმასაც, რომ აკადემიას სახელი „ოსკარი“, ცნობილი მწერლის ოსკარ ვაილდის საპატივცემულოდ დაარქვეს.

Walt Disney Standing over Table of Trophies

ამერიკული კინოაკადემია 5783 წევრისაგან შედგება. ისინი განაწილებულები არიან 15 სხვადასხვა გილდიაში, აქედან კი ყველაზე მრავალრიცხოვანია მსახიობების გილდია, რომელიც 1311 წევრისგან შედგება და მთლიანი რაოდენობის 22%-ს შეადგენს. თითოეული გილდია ხმას მხოლოდ თავის კატეგორიაში აძლევს.

ცნობილია, რომ „ოსკარზე“ წარმატებას „ოქროს გლობუსის“ მიღება განაპირობებს.

unnamed (2)

თვითონ ჯილდო 34 სმ და 3,85 კგ. იწონის. წითელს ხალიჩასთან ასევე დგას რამდენიმე „ოსკარი“, რომელთა სიმაღლეც 2,5 მეტრიდან 8 მეტრამდე იზრდება.

ყველაზე მეტი „ოსკარის“ მფლობელია – უოლტ დისნეი. მან 26 „ოსკარი“ მიიღო. ნომინირებული კი 59-ჯერ იყო, – „ოსკარის“ რეკორდული მაჩვენებელი.

ქალი მსახიობებიდან ყველაზე მეტი „ოსკარის“ მფლობელია მერილ სტრიპი. მან 3 „ოსკარი“ მიიღო, ნომინირებული 17-ჯერ იყო.

კაცი მსახიობებიდან ყველაზე მეტი „ოსკარი“ მიიღო ჯეკ ნიკოლსონმა. 3 „ოსკარი“ და 12-ჯერ იყო ნომინირებული.

unnamed

წელს „ოსკარის“ 86-ე დაჯილდოება გაიმართება. შოუს კი წაიყვანს ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერეს. ღონისძიება ჩატარდება 2 მარტს, ჰოლივუდში, დოლბის თეატრში (Dolby Theatre). ცნობილია ნომინანტთა სია. ყველას, ვინც კინოს მოყვარულია, შეუძლია ხმა მისცეს მისთვის რჩეულ ფილმს, მსახიობს და ა.შ.

ხმის მიცემა შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე: http://oscar.go.com/

ავტორი: სალომე წიქარიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები