26-27 თებერვალს რედბულის ორგანიზებით თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მასტერკლასი სპორტულ და ექსტრემალურ ფოტოგრაფიაში. მასტერკლასი რუსმა ფოტოგრაფმა, დენის კლერომ ჩაატარდა. დენის კლერო Red Bull Photofiles – ის ოფიციალური ფოტოგრაფი და ამავდროულად მსოფლიოს აკრედიტირებული 50 ფოტოგრაფთა სიაში შედის. მან 2 დღის განმავლობაში ფოტოგრაფებს და მოყვარულებს ჩაუტარა თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები. თეორია 26 თებერვალს გაიმართა, რომლის პრაქტიკული სამუშაო მომდევნო დღეს, 27 თებერვალს დედა ენის ბაღში ჩატარდა.
მონაწილეებმა დენისის ზედამხედველობის ქვეშ იღებდნენ სურათებს განსხვავებული რაკურსისა და რეჟიმის ქვეშ. საბოლოოდ, თითოეულ მონაწილეს გადაღებული სურათებიდან უნდა აერჩია ერთი ან ორი ფოტოსურათი და გადაეცა დენისისთვის განსახილვებლად, განხილვა ჩატარდა კაფე ლიგამუსში. ამორჩეული ფოტოების შემდგომ, დასახელდა ერთი გამარჯვებული, თემო მაჭავარიანი, რომელმაც რედბულისგან საჩუქრად მიიღო 4 მაისს კახეთში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების გადაღება.
მარიამ ავაკოვა