ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, დღეს პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის წიგნის – “უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში” წარდგინება გაიმართება.
სუ-ს ცნობით, ნაშრომში იმდროინდელ საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით გადმოცემულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრება 1921 წლის იანვარ-მარტში.
“წიგნი მოგვითხრობს თებერვალ-მარტის ომში უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის და სამშობლოს დასაცავად მათ მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ”, – ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.
წყარო: http://www.interpressnews.ge/