სტუდენტური კონფერენცია – ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები

სტუდენტური ცხოვრება

პროექტის რეზიუმე/შინაარსი

ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს ოც წელზე მეტ ხნიანი ისტორია აქვს. ეს უკანასკნელი დღემდე გარკვეული წარმატებით ხორციელდება, რაც ნათლად გამოიხატება. ბოლო შეთანხმება, რომელმაც დაახლოვა საქართველო და ევროკავშირი , არის ასოცირების ხელშეკრულება. მისი პარაფირება 2013 წლის ნოემბერში მოხდა. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისა, თბილისში სტუდენტური კონფერენციები ჯერ არ გამართულა. ადგილობრივი ორგანიზაციები მხოლოდ საჯარო ლექციების გამართვით შემოიფარგლებიან, რაც არ არის საკმარისი სტუდენტებისთვის კვლევითი უნარების განსავითარებლად.

პროექტის მიზანია

ხელი შეუწყოს ,ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებში. გარდა ამისა წაახალისოს მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს და ევროკავშირი ურთიერთობებით.

პროექტის სამიზნეო ჯგუფი:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებით.
პროექტი იქნება სამ-ეტაპიანი. პირველ ეტაპზე მსურველმა უნდა გამოაგზავნოს წინასწარ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა,

https://www.dropbox.com/s/cyfjcabs9lakzbb/cv-ს%20ფორმ%28ქართულად%29.docx

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: politclub@iliauni.edu.ge ეს ყველაფერი მან უნდა შეასრულოს 31 მარტამდე. მეორე ეტაპისთვის საორგანიზაციო კომისიის, საერიოზული განხილვის შემდეგ, 1 დან 10 აპრილამდე აირჩევა 10 საუკეთესო აპლიკანტი, რომლებსაც გადაეგზავნებათ
რეკომენდაციები:
სრული ტექსტი 4-6გვერდი(თავფურცელის ჩათვლით);
შრიფტი: Sylfaen;
ხაზებს შორის დაშორება-1.5;
შრიფტის ზომა-12
ილიას უნივერსიტეტში, არჩეული თემის ავტორები წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო პრეზენტატორი, რომლებიც დასაჩუქრდებიან „საინფორმაციო ცენტრი-ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ გამოცემული წიგნებით.
გაიცემა სამი სახის სერთიფიკატი: მონაწილის(ვინც მხოლოდ გამოგზავნა აპლიკაცია, მაგრამ არ აირჩა) კონფერენციაზე თემის წარმდგენელის და გამარჯვებულის (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მქონე).
კონფერენცია გაიმართება 27 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის 32)
11:00 დან 18:00 მდე
პროექტის მხარდამჭერი „საინფორმაციო ცენტრი-ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“

ღონისძიების მედია პარტნიორია – studinfo.ge

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

„საინფორმაციო ცენტრი-ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და გამომცემლობა “რადარამი” უსასყიდლოდ გადმოგვცემს საქაღალდეებს და გამარჯვებულებისთვის წიგნებს.

ყველას გადეცემა სერთიფიკატები და გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები: წიგნები და ბოულინგის ვაუჩერები

შენიშვნა: თემიდან გამომდინარე შეგიძიათ აირჩიოთ კონკრეტული საკითხი და მასზე გაამახვილოთ ყურადღება.

Facebook Event

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები