იაპონური კინო: აკირა კუროსავა

კულტურა

კინო როგორც ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა იაპონიაში და მთელ ევროპაში თითქმის ერთ პერიოდში გაჩნდა, მე -19 საუკუნის ბოლოს. ”მოძრავი ფოტოების” ხელოვნებას იაპონელები პირველად 1886 გაეცნენ და 1899 წელს კი უკვე გადაღებული ჰქონდათ პირველი ფილმი.  1903 წელს ტოკიოში გაიხსნა პირველი კინოთეატრი , ხოლო 1908-წელს პირველი კინოსტუდია. იაპონური კინოს განვითარება დაიწყო ორ მიმართულებით: გენდაიგეკი / Gendaigeki – ფილმები თანამედროვეობაზე და ჯიდაიგეკი / Jidaigeki Tokuko Takagi- ისტორიული და ფოლკლორული ფილმები.

1940093_721480247886473_1255067749_n
აკირა კუროსავა ცნობილი იაპონელი კინორეჟისორია, რომელსაც იაპონური კინოს კლასიკოსად მიიჩნევენ. პოპულარულია როგორც სამშობლოში, ისე მთელ მსოფლიოში.

პირველი ფილმი კუროსავამ, როგორც რეჟისორმა დადგა 1943 წელს. ეს იყო “ძიუდოს გენიოსი”, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტის აღზრდაზეა მოთხრობილი. ამ ფილმში გამოიკვეთა კუროსავას ადამიანის სწრაფვა სულიერი სრულყოფილებისკენ, რაც რეჟისორის სხვა ფილმებში უფრო გამოიკვეთა.

1947883_721479954553169_1676635155_n

1944  წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი “ყველაზე ლამაზები” და გადაღებების დასრულებისთანავე ცოლად მოიყვანა მთავარი როლის შემსრულებელი იაგუტი ეკო. მათ ორი შვილი ეყოლათ.

კუროსავას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა ფილმმა “მთვრალი ანგელოზი”, რომელიც მან 1948 წელს გადაიღო.

1797297_721480034553161_1704296279_n

აკირა კუროსავას 40 -მდე  სრულ და მოკლე მეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაგებული. 1952 წელს მიიღო ოსკარი 1950 წელს გადაღებული ფილმისთვის „რასიომონი“. 1957 წელს „დერსუ უზალა“  გამოცხადდა საუკეთესო უცხოენოვან  ფილმად. რეჟისორს მიანიჭეს ოქროს პალმის რტო ფილმისთვის „მეომრის ჩრდილი“ და 1980 და 1987 წლებში ბაფთა საუკეთესო რეჟისურისთვის.

აკირა კუროსავა ტოკიოში გარდაიცვალა 1998 წლის 6 სექტემბერს.

მისი უკანასკნელი ფილმებია “სიზმრები”, “აგვისტოს რაფსოდია” და „ჯერ კიდევ არა”.

ავტორი : ნანუკა თხლაშიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები