პროექტ „სტუდენტები ცვლილებებისთვის“ II ეტაპი გორში

ახალგაზრდული ორგანიზაციები

გორში არასამთავრობო ორგანიზაციამ „students together”  განახორციელა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩატარდა 1- 2 თებერვალს. ამ პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარდათ ორდღიანი ტრეინინგი თემებზე:   CV – ის,  სამოტივაციო წერილის წერა, გასაუბრებაზე ქცევის წესების შესახებ, სხეულის ენა და საპროექტო წინადადებების შედგენა. ტრეინინგის მონაწილეებს საგრანტო განცხადების დაწერისთვის მიეცათ რამდენიმე კვირა.

3

 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 18 თებერვალს  გაიმართა  არასამთავრობო ორგანიზაცია “students together” პროექტის „სტუდენტები ცვლილებებისათვის“ II ეტაპი. ამ დღის განმავლობაში მოეწყო საინიციატივო ჯგუფების პროექტების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები – ESN, Oikos Tbilisi,  Fesk და  Free Association. მათ სტუდენტებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ახალგაზრდებს სთავაზობენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა ცალ-ცალკე წარმოადგინეს თავიანთი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია თუ როდის შეიქმნა, ვინ ჩაუყარა საფუძველი და ა.შ. ასევე  მათ პროექტის მონაწილეებს გააცნეს  საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები.

პროექტის დასასრულს „students together“ პრეზიდენტმა რუსუდან გოგლაძემ დაასახელა გამარჯვებული გუნდის წევრები, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება პროექტის განსახორციელებლად. ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.

2

ეკა ხანიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები