რატომ ვუყურებთ საშინელებათა ფილმებს

ბლოგი

დღესდღეობით კინოინდუსტრიაში საშინელებათა ჟანრის ფილმები ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და წარმატებულია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა პანიკაში ვარდება და ეშინია, როცა საშიში მომენტები დგება, საბოლოო ჯამში, ისინი ამ ყველაფრისგან მაინც სიამოვნებას იღებენ. განსაკუთრებული ეფექტი ფილმს მაშინ აქვს, როცა ის რეალურ ფაქტებზე არის დაფუძნებული. ეს საშინელებათა ჟანრის ფილმებსაც ეხება. ,,ფილმში ყველა სცენა გადაღებულია არქივის მასალების მიხედვით და წარმოადგენს სრულ რეალობას. რისი ნახვაც თქვენ მოგელით, მეტისმეტად შემზარავია“-ამბობს ექიმი აბიგაილ ტაილერი, რომლის როლსაც ფილმში – ,,მეოთხე სახეობა“ – მილა იოვოვიჩი ასრულებს. თუმცა, ისმის კითხვა, რატომ ვუყურებთ განუწყვეტლივ საშინელებათა ფილმებს, რომლებიც გვაძრწუნებენ და გვაფორიაქებენ? ექსპერტების თქმით, ხალხი ,,ხერხის“ სერიებს იმიტომ არ უყურებს, რომ სისხლის დანახვა სიამოვნებთ, ან იმ საშინელი წამების სცენების ნახვა, რომელიც ფილმშია მოცემული. მათ, უბრალოდ, უნდათ, რომ შეეშინდეთ. რაიმე სახის გასართობს იმიტომ ირჩევ, რომ შენზე ეფექტი მოახდინოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მიზეზებიც. ზოგიერთ ჩვენგანს სურს მეტი ადრენალინი გამოყოს,ზოგს უნდა ყოველდღიურ ერთფეროვნებას დააღწიოს თავი და საშიშ სცენებს უყუროს, მაშინ, როცა თვითონ სრულიად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

unnamed

ამ საკითხს ჩაუღრმავდა და ფსიქოლოგიურ ასპექტში განიხილა მწერალმა სტეფან კინგმა და ამ თემაზე ესეც კი დაწერა. იგი განმარტავდა, რომ საშინელებათა ფილმებით ვკვებავთ ჩვენი ქვეცნობიერის ბნელ კუნჭულებში არსებულ სურვილებს, ავადმყოფულ ფანტაზიებს და ინსტინქტებს, თანაც ისე, რომ ამით არც გარე სამყაროს ვაყენებთ ზიანს და არც – ჩვენს თავს.

unnamed (3)

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, საშინელებათა ფილმებს, უმეტესად, გასართობად უყურებენ. თუმცა, რომ დავუფიქრდეთ, რა არის გასართობი იმაში, როცა ვუყურებთ, როგორ კლავენ ადამიანს სასტიკად, აჭრიან სხეულის ნაწილებს… სადღაც ჩვენი ქვეცნობიერის ბნელ ზონებში ყველას გვაქვს არაჯანსაღი მიდრეკილებები, რომლის შესახებაც ცნობიერმა არაფერი იცის. ის ფაქტი, რომ ასეთი ჟანრის ფილმებში წარმოუდგენელი სისასტიკით ხოცავენ ადამიანებს და ჩვენ ამას მშვიდად და დაკვირვებით ვუყურებთ, იმაზე მიუთითებს, რომ ჰორორს არა მხოლოდ უბრალო გართობისთვის ვუყურებთ, არამედ ამით ჩვენს მოთხოვნილებებს ვკვებავთ ქვეცნობიერის დონეზე.

unnamed (1)

ასე რომ, კითხვაზე, რატომ ვუყურებთ საშინელებათა ჟანრის ფილმებს, პასუხი არც ისე მარტივია და ის მოსაზრებაც ძალიან ზედაპირულია, რომ ამას მხოლოდ გასართობად ვაკეთებთ. სტეფან კინგმა თავის სტატიაში მართლაც კარგად ახსნა, რომ ამ ყველაფერს საკმაოდ ღრმა, ფსიქოლოგიური მიზეზები გააჩნია და იგი ჩვენს ქვეცნობიერთან არის მჭიდრო კავშირში. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კინგის თეორიას ყველა მეცნიერი არ იზიარებს და ისინი სრულიად უარყოფენ იმას, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმებით გატაცებას რაიმე კავშირი აქვს ჩვენს ქვეცნობიერთან. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, სტეფან კინგი საკმაოდ არგუმენტირებულად ხსნის თავის თეორიას და ალბათ, საკუთარი გამოცდილებიდან, თქვენც დამეთანხმებით ამაში.

მედეა სამხარაძე
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები