დიდი ბრიტანეთის ყველაზე მშვენიერი უნივერსიტეტები

რეიტინგები
  1. დედოფალ ვიქტორიას მიერ 1845 წელს დაარსებულ უნივერსიტეტს – Queen’s University Belfast – აქვს 300-მდე  კორპუსი  განთავსებული ბელფასტის გამწვანებულ და ფოთლოვან გარეუბნებში. სურათზე კი ჩანს კამპუსის ცენტრში მდებარე გოთიკური სტილის შთამბეჭდავი შენობა.1
  2. უდაოდ განსაცვიფრებელია ქალაქის ხმაურიან ცენტრში აგებული Cardiff University-ს შენობა. მისი მთავარი კორპუსი სურათზეა მოცემული.2
  3. მიუხედავად იმისა, რომ University College Bristol-ის ყველა შენობა ნამდვილად არ გამოირჩევა სილამაზითა და კომფორტულობით, მოცემულ სურათზე ნაჩვენები მუსიკალური ფაკულტეტის შენობა ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს ჩვენს სიაში.3
  4. Stirling University-ს მხოლოს ორი შენობა – Wallace Monument და Cottrell მდებარეობს გასაოცარ შემოგარენში, რომელიც მოიცავს სასახლეს, ტბებს, მდელოებს, ტყეებსა და საკუთარ გოლფის სტადიონს.4
  5. შოტლანდიის უძველეს უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთია Glasgow University. იგი ნამდვილად გამოირჩევა არაერთი მშვენიერი ნაგებობით, როგორიცაა Gilbert Scott-ის შენობა, რომელიც სიდიდით მეორეა გოთიკური არქიტექტურის მაგალითებს შორის ბრიტანეთში, Palace of Westminster-ის შემდეგ.5
  6. Keele University მდებარეობს სტაფორდში და გამოირჩევა უმშვენიერესი პეიზაჟის მქონე ბაღით.6
  7. სერ ბასილ სპენსის თანამედროვე შენობა University of Sussex-ში, შესაძლოა, არ აკმაყოფილებს ყველას გემოვნებას, თუმცა, ტრადიციონალისტებიც კი უდაოდ მოიხიბლებიან სამხრეთის ნაციონალური პარკის შემოგარენის ხედებით.7
  8. Birmingham University-ს წითელი აგურით ნაგები შენობა ისევე, როგორც Aston Webb-ის ნაგებობა, რომელიც სურათზეა მოცემული, ქვეყნის ყველაზე ელეგანტურ შენობებს შორისაა.8
  9. Exeter University ვერ იამაყებს თავისი ყველა კორპუსით, მაგრამ მწვანე Streatham campus-ის მიდამოებში მდებარეობს მშვენიერი Reed Hall, რომელიც სურათზეა მოცემული. იგი განთქმულია იშვიათი ჯიშის უმშვენიერესი მცენარეებით.9
  10. Edinburgh University-ს გოთიკური New College – ღვთისმეტყველების ფაკულტეტის შენობა არ ამართლებს თავის სახელს – იგი 1583 წელს დაარსდა. თუმცა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ელეგანტურობას.10
  11. მოდერნისტული დიზაინი ვერ აკმაყოფილებს ყველას გემოვნებას, მაგრამ Warwick University-ს კამპუსის ახლათახალი კონსტრუქცია ჩაფლულია ვრცელ უმშვენიერეს გამწვანებაში.11
  12. თავისი საოცარი უძველესი შენობებითა და ნისლში გახვეული სანაპიროთი, St. Andrews University ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ ბევრის ფავორიტია.12
  13. University of London-ის ნაწილი, რომელიც ერთადერთია დედაქალაქის უნივერსიტეტებს შორის, რომელმაც დაიმსახურა ადგილი ჩვენს სიაში, არის Royal Holloway, რომელიც წითელი აგურით ნაგები შენობაა და აგებულია Chateau de Chambord-ის მოდელის მიხედვით, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს. ეს კოლეჯი თავდაპირველად მხოლოდ გოგონებისათვის იყო განკუთვნილი. იგი 136 აკრზეა აგებული ტყისპირას.13
  14. Durham University-ს კოლეჯები მოიცავს როგორც ულტრათანამედროვე, ისე შუასაუკუნეების პერიოდის სტილის ნაგებობებსაც, რომლის მაგალითიც University College’s Durham Castle არის.14
  15. ქალაქ ნოტინგჰემის უნივერსიტეტების ნაგებობების მშვენებაში ეჭვი არავის შეაქვს. მათ შორის ერთ-ერთია Trent-ის შენობა, რომელიც მეფე ჯორჯ V-მ ააგო 1928 წელს.15
  16. Oxford-ის ოქროსფერი ქვები და კოშკები სტუდენტთა თაობებისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. არქიტექტურის ყველაზე საინტერესო ნაწილები მოიცავს ბოდლერის ბიბლიოთეკას, მაგდალენას კოლეჯსა და ბევრ სხვას…16
  17. Oxford-თან ერთად, არ შეიძლება, არ ვახსენოთ Cambridge. მნახველები ხშირად, გამორჩეულად იხიბლებიან კოლეჯის სამლოცველოთი და თვალწარმტაცი მდინარის პირით, რომელსაც „backs“-ს უწოდებენ.17

 

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

 www.telegraph.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები