არასამთავრობო ორგანიზაცია „students together” გორში

ახალგაზრდული ორგანიზაციები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციამ „students together“  შეარჩია ახალგაზრდები პროექტისთვის „სტუდენტები ცვლილებისათვის“. ამ პროექტის ფარგლებში შეარჩიეს სტუდენტი, რომლებსაც ჩაუტარდათ 2-დღიანი ტრეინინგი თემებზე:  CV – ის, სამოტივაციო წერილის წერა, გასაუბრება, სხეულის ენა და  საპროექტო წინადადების შედგენა. ტრეინინგის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რამაც ხელი შეუწყო თეორიულად შეძენილი ცოდნის  პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე განიხილა საინტერესო იდეები, მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად და დაიწყეს საკუთარი საპროექტო განცხადების  შემუშავება.

IMG_20140202_141934

ტრენინგის ფარგლებში იყო ლანჩი. მონაწილეებს შემუშავებული საგრანტო განცხადების წარდგენის შემდეგ, გადაეცემათ სერთიფიკატები, გამარჯვებული გუნდის წევრები კი მიიღებენ დაფინანსებას პროექტის განსახორციელებლად.

ტრენინგის მონაწილეები შეირჩა აპლიკაციის საფუძველზე. ტრენინგები გაიმართა 1-2 თებერვალს. ტრენერი გახლდათ ქალბატონი რუსუდან გონგლაძე.

პროექტის საშუალებით სტუდენტებმა შეიძინეს, ერთი მხრივ, საჭირო უნარ-ჩვევები, მომავალში წარმატებით რომ შეძლონ თვითრეალიზაცია, მეორე მხრივ  კი მოხალისეობრივი პროექტის  შემუშავებითა და განხორციელებით დიდ წვლილს შეიტანენ, საკუთარი ქალაქის სამოქალაქო საზოგადოებრივ  აქტიურებაში.

 IMG_20140202_143440

 ეკა ხანიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები