10. დრაკულას ციხე-სიმაგრე – რუმინეთი
ღირებულება: 135 მილიონი დოლარი
მდებარეობს ბრანის (ციხე-სიმაგრე რუმინეთში) ახლოს, ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული შენობაა მთელ მსოფლიოში. ცნობილია, როგორც პერსონაჟ დრაკულას სახლი, ამის გამო 1980 წელს ის მუზეუმად გადაკეთდა. ამ მშვენიერ სასახლეში 57 ოთახია, 17 საძინებლითა და ანტიკური ავეჯით.
9. აფდაუნ კორტი – ინგლისი
ღირებულება: 139 მილიონი დოლარი
კალიფორნიულ სტილში აშენებული სასახლე სურეის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს. შენობა 58 აკრ მიწას და 103 მდიდრულად მოწყობილ ოთახს მოიცავს. მას ბოულინგის დარბაზიდან დაწყებული, საცურაო აუზით დამთავრებული – ყველაფერი აქვს. 2005 წელს ის ყველაზე მდიდრულ კერძო სახლად გამოცხადდა.
8. მანორი – ლოს ანჯელესი, კალიფორნია
ღირებულება: 150 მილიონი დოლარი
ასევე ცნობილია, როგორც სპელინგ მანორი. ლოს ანჯელესის ყველაზე დიდი შენობა 1991 წელსაა აშენებული ფრანგული ციხე-დარბაზის სტილში. ის 4.6 ჰექტარზეა გადაჭიმული და 123 ოთახს მოიცავს.
7. ფრენჩაკის ვილა – ლონდონი
ღირებულება: 161 მილიონი დოლარი
მდებარეობს ბელგრავიაში, ცენტრალურ ლონდონში. ექვს-სართულიანი შენობა ვიქტორიას სტილშია დაპროექტებული. ის დატვირთულია სხვადასხვა ძვირადღირებული „დაწესებულებით“, მაგალითად, საცურაო და სპორტული დარბაზები, თეატრი და სხვა.
6. ვიკტორიას ვილა – უკრაინა
ღირებულება: 161 მილიონი დოლარი
უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული შენობა უკრაინელ ბიზნესვუმენსა და ფილანტროფისტს – ელენა ფრენჩაკს ეკუთვნის. ხუთსართულიან შენობას აქვს საკუთარი თეატრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ.
5. ჰირსტ მანსიონი – კალიფორნია, აშშ
ღირებულება: 165 მილიონი დოლარი
მდებარეობს ცენტრალურ კალიფორნიაში. ის ამერიკის გაზეთის ლეგენდამ, უილიამ რანდოლფმა ააშენა 1976 წელს კი სამართალდამცავმა, ლეონარდ როსმა, იყიდა. შენობა ბევერლი ჰილსის 6 ჰექტარს მოიცავს, მასში 29 საძინებელია. ის პოპულარული ფილმ „ნათლიას’’ გადასაღებად გამოიყენეს.
4. ფეარფილდ პონდი – ნიუ იორკი, აშშ
ღირებულება: 170 მილიონი დოლარი
ამერიკელმა ინვესტორმა, ირა რენერტმა, რომელსაც ეკუთვნის შენობა, სახლს სახელი მის ახლოს მდებარე წყლის საპატივსაცემოდ შეურჩია.ის 63 აკრ მიწის ნაკვეთს მოიცავს და ამერიკაში ყველაზე დიდ საცხოვრებელ სახლად ითვლება. შენობა ცნობილია გამოყოფილი ბოულინგის დარბაზითა და 150 ათასის ღირებულების როფით (ამოთლილი ან ფიცრებისგან შეკრული ხის დიდი პირღია ჭურჭელი).
3. პენტჰაუსი – ლონდონი
ღირებულება: 200 მილიონი დოლარი
შენობა ჰაიდ-პარკში მდებარეობს, სადაც ერთი კვადრატი მიწა 6000 ფუნტი ღირს. ეს მონაცემები ლონდონის ბევრ მკვლევარ აგენტს აგდებს შოკში.
2. ვილა ლეოპოლდა – საფრანგეთი
ღირებულება: 506 მილიონი დოლარი
ოცდაშვიდ-სართულიანი ვილა ლეოპოლდა ევროპის ყველაზე ძვირადღირებული შენობაა. მისი სახელი მეფე ლეოპოლდისგან მომდინარეობს. მან შენობა თავის მეუღლეს მიუძღვნა. შენობა 80000 კვადრატია და მიწის 20 აკრს მოიცავს. მისი საუკეთესო ნაწილი კერძო მოედანია, რომელიც მთელ სამხრეთ საფრანგეთში საუკეთესოა.
1. ანტილა – მუმბაი, ინდოეთი
ღირებულება: 1 ტრილიონი დოლარი
ანტილა მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შენობაა. 27-სართულიან შენობას ხშირად თანამედროვე ტაჯ მაჰალადაც მოიაზრებენ. ის მსოფლიოში სიმდიდრით მეხუთე ადგილზე მდგარ ადამიანს, მუკეშ ამბანის, ეკუთვნის. შენობა 40000 კვადრატულს მოიცავს და, რა თქმა უნდა, შიგ ყველა საჭირო თუ ფუფუნების საგანია.
სოფიკო თინიკაშვილი