გორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად კონცერტი გაიმართება

ახალგაზრდული ორგანიზაციები

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და  თბილისის ახალგაზრდული დასი „ფიროსმანი“ ერთობლივ კონცერტს აწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად. საღამო 26 იანვრს, 16 საათზე გაიმართება, დაიდგმება ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“, რომლშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მონაწილეობენ. პროექტი სწორედ მასში ჩართულ ბენეფიციალთა დახმარებას ითვალისწინებს. თემასთან დაკავშირებით ზემოხსენებული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, თამუნა მოსიაშვილს, გავესაუბრეთ.

თამუნა მოსიაშვილი: ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 2013 წლის მაისში, პირველ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ბაზა შევიმუშავეთ, შემდეგ ორგანიზაციამ განახორციელა აქცია – საზღვრისპირა სოფლებში გავაშენეთ მეგობრობის ხეივანი, შემდეგ უკვე დავიწყეთ სპექტაკლისთვის მზადება, ახლა რეპეტიციები მიმდინარეობს და 26 იანვრისთვის უკვე გვექნება პრემიერა. საქველმოქმედო სპექტაკლია და თანადგომას გავუწევთ ამ ხალხს. პირველ რიგში, რა თანხაც შემოვა, გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, ვინც სპექტაკლში მონაწილეობს, თუმცა ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, კიდევ და კიდევ სხვა პროექტებს განვახორციელებთ და შემდგომ ეტაპზე უკვე სხვა ბენეფიციალებსაც დავეხმარებით.

– აღნიშნული ღონისძიება იმითაც ხომ არ არის განპირობებული, რომ ეს ადამიანები უფრო გავააქტიუროთ, მეტად ჩავრთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

– აუცილებლად, პირველი მიზანი ეგ არის. უფლებადამცველები იურიდიულად და ყველანაირად ვიცავთ მათ უფლებებს, იდეა არის ის, რომ უნდა მოხდეს მათი რეინტეგრაცია და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა დავამტკიცოთ ის, რომ ეტლში ჯდომა არ არის ბარიერი. ამ ადამიანებმა არაერთხელ დაამტკიცეს ეს, რომ საზოგადოებრივ ფერხულში შეუძლიათ ჩაებან.

– რას ეტყოდით მაყურებლებს,რომლებიც უნდა მოვიდნენ ოცდაექვსში?

– იმ დამსწრე საზოგადოებას, ვინც კი ამ სპექტაკლზე მოვა და დაესწრება, მოვუწოდებ, რომ ყველა დავუდგეთ გვერდით მათ – ეს არის უფლის საქმე.

 DSCN1026

სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები