20 იანვარს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მესამე დარბაზში იგეგმება ფილმ „ლინარის“ ჩვენება. დასრულების შემდეგ გაიმართება დისკურსია, რომელსაც წარუძღვება კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი.
ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება საფესტივალო პროგრამის, „CineDOC-Tbilisi“–ის ტურის, „დოკუმენტური ორშაბათები“–ის ფარგლებში.
ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭის ისტორიას, რომელიც გულის გადასანერგად უცხო ქვეყანაში მიემგზავრება. კინოფესტივალზე „ლინარმა“ მაყურებელთა აღფრთოვანება, ხოლო კინოდარბაზში ხანგრძლივი დისკუსია გამოიწვია, სადაც ესწრებოდა ფილმის რეჟისორი: ნასტია ტარასოვა და პროდიუსერი ირინა შატალოვა.
ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.