“გააცანი ამერიკა შენს სკოლას!“

ახალგაზრდული ორგანიზაციები

“ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბი” წარმოგიდგენთ პროექტს სტუდენტებისთვის – “გააცანი ამერიკა შენს სკოლას!“. პროექტის საპილოტე ვერსია წარმატებით განხორციელდა 2013 წელს. პროექტის მიზანია ამერიკის კულტურისა და ისტორიის გაცნობა, მოხალისეობრივი პრინციპების დანერგვა ახალგაზრდებში და ამერიკის შესახებ არსებული მცდარი სტერეოტიპების ნგრევაა. პროექტში მონაწილეობა შეუძლია აკრედიტირებული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს (ბაკალავრი,მაგისტრანტი), რომელსაც სურს ჩაატაროს „ვორქშოპი/პრეზენტაცია” საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკის ისტორიის, კულტურისა და ღირებულებების შესახებ. აპლიკაციების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რომელსაც ჩაატარებენ კვალიფიციური სპეციალისტები. აუცილებელი მოთხოვნა – პროექტის ყველა მონაწილე ვალდებულია ლექციის დასრულების შემდეგ კლუბის მისამართზე ( afyouthclub@yahoo.com ) გამოგზავნოს ლექციის ამსახველი ორი ფოტოსურათი, ჩატარებული ლექციის ძირითადი თემა და ადგილი ( სკოლა, რეგიონი). პროექტის მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები! პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია 31იანვრის ჩათვლით.

https://docs.google.com/forms/d/1w6QJ4OJc8lc8IJNg7YCy512yyKbmRXe571JeF50lnxc/viewform

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook-ის ჩვენს გვერდს
https://www.facebook.com/unionfriendshipclub ან დაგვიკავშირდით 598509402, 598393210

[jwplayer mediaid=”9894″]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები