“ფეშენ” ბლოგერები, როგორც ინსპირაცია

ბლოგი

უკვე რამდენიმე წელია, „ფეშენ“ ბლოგერობა გადაიქცა არათუ გატაცებად, არამედ საკმაოდ შემოსავლიან საქმიანობად. მინდა შემოგთავაზოთ ხუთი გოგონა, რომლებმაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს თავისი განუმეორებელი სტილის მეშვეობით. იმედი მაქვს, ქვემოთ მოყვანილი ბლოგერების მსგავსად, თითოეული ჩვენგანი აღმოაჩენს საკუთარ თავში უსაზღვრო ინსპირაციას იმისავის, რომ შექმნას ინდივიდუალური, განუმეორებელი სტილი.

რა თქმა უნდა, წარმატებულ მოდურ ბლოგერებზე საუბარი კიარა ფერაგნით უნდა დავიწყოთ, რომელიც იტალიელი გახლავთ ეროვნებით. კიარა პროფესიით იურისტია, ბლოგ “The Blonde Salad”-ის დამაარსებელია და საკუთარი ფეხსაცმლის ხაზიც კი აქვს. იგი ბევრს მოგზაურობს და თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან (Yamamay, Superga, Dior).

8555982713_ca49ee30ba_o

9533257601_bea5a147c6_o

 

9790770866_5b9173d161_o

10113455806_b37b3aff1b_o

ასევე აღსანიშნავია მოლდოველი ბლოგერი დოინა ჩობანუ, რომელიც მხოლოდ 19 წლის არის და უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მის ბლოგს “The Golden Diamond” ჰყავს სამი აგენტი ევროპაში. ერთ-ერთ ინტერვიუში დოინა ამბობს, რომ 13 წლის ასაკში მას ემო პერიოდიც კი ჰქონდა, რასაც ძალიან განიცდიდნენ მისი მშობლები, თუმცა, შვილს მაინც აძლევდნენ თვითგამოხატვის საშუალებას. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ დოინა სხვადასხვა მოდურ ფოტოგრაფთან თანამშრომლობს, ბლოგის წამოწყებისას ფოტოებზე სწორედ დედამისი ზრუნავდა.

d

hh

IMG_6206

ესპანელი ზინა ჩაკროპლია, რომელიც ბარსელონაში მოღვაწეობს, ხშირად იმოსება საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ბრენდების ტანსაცმლით. მის გარდერობში უდიდესი ნაწილი უკავია H&M-ის, Replay-ს, Zara-ს და  TopShop-ის ტანსაცმელს. ცოტახნისწინ, ზინა დააფიქსირეს თინეიჯერების კერპ ჯეიმი ქემბელ ბოუერთან ერთად. მისი ბლოგი, “Fashionvibe” , უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

DSC_7665

20130717-jamie2

3DSC_1011

ვიქტორია ტორნეგრენი, შვედი სტილის იკონა, რომელიც უმეტესაც შავ-თეთრ ტონალობებში იმოსება. გიყვარს მუქი ფერები? გინდათ ისწავლო არ გამოიყურებოდე მოსაწყენად სულ შავებში ჩაცმული? დამიჯერეთ, ეს გოგონა არის ნამდვილი აღმოჩენა! გთავაზობთ მის ბლოგს -http://imnext.se/victoriatornegren/

DSC_9431_rosa2-1-2

Photo2yeezy-001

vu

და ბოლოს, ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ძალიან სახასიათო და თბილი ბლოგის “Snakes Nest”-ის პატრონი ბეთანი სტრუბლი. გოგონა კალიფორნიაში ცხოვრობს, არის ბლოგერი, ფოტოგრაფი, ავტორ-შემსურულებელი და ყველაფერთან ერთად ახალგაზრდა დედა!

IMG_9127e

IMG_0901e

IMG_8930e


მარიშა მინაზარიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები