„მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ ახალი წევრების მიღებას იწყებს!

ახალგაზრდული ორგანიზაციები

10-დან 23 იანვრის ჩათვლით „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ აცხადებს ახალი წევრების მიღებას.

16-დან 29-წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას, ვინც მიიჩნევს, რომ არის მოტივირებული, აქტიური და სურს, საკუთარი თეორიული ცოდნა პრაკტიკაშიც განახორციელოს,  შესალებლობა აქვს, გახდეს ორგანიზაციის წევრი.

ორგანიზაცია დაარსდა 2012 წლის 15 ნოემბერს და ერთი წლის განმავლობაში ათამდე პროექტი განახორციელა, სადაც მონაწილეობა მიიღო ასობით ახალგაზრდამ. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო მოიცავს არაფორმალურ განათლებას, რეგიონულ ღონისძიებებს, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და გარემოსდაცვითი პროგრამების ორგანიზებას.

ორგანიზაციის წევრობის აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“–ს ფეისბუქის გვერდზე და ამავე გვერდის ივენთზე.

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები