ქუთაისში ორი ნიგერიელი სტუდენტი გაზით მოიწამლა

სტუდენტური ცხოვრება

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი ნიგერიელი სტუდენტი გაზით მოიწამლა. ერთი სტუდენტი ადგილზევე დაიღუპა. მეორე კი საავადმყოფოში ამ დრომდე იმყოფება. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ერთი კვირის წინ ნაქირავებ ბინაში მოხდა. გარდაცვლილი გოგონა მეორე კურსის სტუდენტი იყო.

როგორც უნივერსიტეტის საგარეო და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა, დავით გეგეჭკორმა განაცხადა, ცხედარის  გადასვენება დღემდე არ მომხდარა, რადგან გარდაცვლილის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლას ელოდებიან.

გეგეჭკორის თქმით, უნივერსიტეტს უცხოელ სტუდენტებთან მხოლოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით აქვს ვალდებულება აღებული. სხვა დანარჩენი მის  მოვალეობაში არ შედის.

ამ დროისთვის უნივერსიტეტში 70 მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ნიგერიელი სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სპეციალურ ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამაზე სწავლობენ.  სტუდენტების ნაწილს საცხოვრებელი ფართი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე, ნაწილს კი ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისგან იჯარით აქვთ აღებული.

მადუსა ჩაჩავა

წყარო: studpress.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები