10 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი

რეიტინგები

ფიქრობთ საზღვარგარეთ სწავლაზე? გირჩევთ, გაეცნოთ სიას: „2013 წლის 10 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი“. ამ სიაში მოხვედრის შანსი რომ ჰქონდეს, ქალაქის მოსახლეობა უნდა აღემატებოდეს 250,000-ს და აქ უნდა იყოს მინიმუმ ორი უნივერსიტეტი QS-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის ასეულიდან. გთავაზობთ აღნიშნულ ათეულს.

10. მიუნხენი

ბერლინი ამჯერად აღმოჩნდა ტოპ-10 პოზიციის მიღმა, თუმცა, მიუნხენი 3 პოზიციით დაწინაურდა 2012 წლის შემდეგ. მიუნხენი გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია და ის ყოველწლიურად მასპინძლობს ოქტობერფესტის სახალხო დღესასწაულს. ქალაქის ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებია Technische Universitat Munchen და LMU Munchen.

Munich_2757804k

 

9. მონრეალი

ცნობილია, როგორც კანადის კულტურული დედაქალაქი. მონრეალის უნივერსიტეტი Montreal’s McGill University 21-ე ადგილზე იმყოფება QS რეიტინგის მიხედვით. მას უმაღლესი ქულა აქვს მრავალეროვანი სტუდენტების კატეგორიაში, ხოლო ყველაზე დაბალი ქულა კი ხელმისაწვდომობის მიხედვით ეძლევა.

Montreal_2757802k

 

8. ბოსტონი

ბოსტონი ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ქალაქია აშშ-ში. წარსულში ცნობილი იყო, როგორც „ამერიკის ათენი“, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ აქ უამრავი დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია. თუმცა, მაღალი გადასახადი სწავლაზე ბოსტონის საერთო ქულებს ამცირებს.

Boston_2757798k

 

7. ჰონგკონგი

ჰონგკონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია როგორც მოსახლეობის, ასევე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების მიხედვითაც. მათში შედის HKUST, HKU და Chinese University of Hong Kong . გადასახადი მაღალია, თუმცა საკვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები მცირეა.

Hong-Kong_2757799k

 

6. ციურიხი

ციურიხში არის ETH Zurich, ევროპის ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი, რომელიც ამჯერად, რეიტინგით მე-12 ადგილზეა. ეს ქალაქი ყველაზე დიდია შვეიცარიაში, ხოლო საცხოვრებელი ხარჯები საკმაოდ მაღალია უცხოელი სტუდენტებისათვის.

Zurich_2757811k

 

5. მელბურნი

ერთ-ერთია ავსტრალიის იმ ორი ქალაქიდან, რომლებიც ტოპ-10-ეულში მოხვდნენ. მელბურნს უნივერსიტეტების რეიტინგის მიხედვით აქვს უფრო მაღალი ქულა, ვიდრე სიდნეის. The University of Melbourne იმყოფება 31-ე ადგილზე. სწავლის საფასურის სიძვირე უცხოელი სტუდენტებისათვის და მაღალი საცხოვრებელი ხარჯები ამცირებენ მის ქულებს.

Melbourne_2757801k

 

4. სიდნეი

მოცემულ რეიტინგში კი სიდნეი უსწრებს მელბურნს და მე-4 ადგილზე იმყოფება. აქ არის 5 უნივერსიტეტი QS-ის რეიტინგიდან და მეტად მრავალფეროვანი სტუდენტური საზოგადოება. The University of Sydney არის 38-ე პოზიციაზე რეიტინგში, University of New South Wales კი 52-ეზე.

Sydney_2757809k

 

3. Ⴑინგაპური

ეს ქალაქ-სახელმწიფო ცნობილი არის არამარტო მისი აყვავებით, არამედ დანაშაულების დაბალი მაჩვენებლით. The National University of Singapore (NUS) არის 24-ე მსოფლიოში, ხოლო Nanyang Technological University არის 41-ე.

Singapore_2757808k

 

2. ლონდონი

21 უნივერსიტეტით QS-ის რეიტინგში, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ლონდონი მოწინავე ადგილზეა ჩვენს ათეულშიც. იგი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსანს. მის უნივერსიტეტებს შორისაა: UCL, Imperial, KLC და LSE.

London_2757800k

1. პარიზი

პარიზი უკვე მეორე წელია პირველ ადგილზეა. მისი უნივერსიტეტებიდან 17 იმყოფება QS-ის რეიტინგში. მათ შორისაა: Science Po, ENS Paris, Ecole Polytechnique და Sorbonne. მართალია, პარიზში საცხოვრებლად ნამდვილად დიდი ხარჯებია საჭირო, მაგრამ შედარებით დაბალი სწავლების საფასური მათ ანაზღაურებს და ქულებს მატებს პარიზს.

Paris_2757805k

www.telegraph.co.uk

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები