ნაძვის ხის ფორმის პიცა საშობაოდ

ბლოგი

შობა წლის ყველაზე შთამაგონებელი დღესასწაულია. საშობაო უმშვენიერესი დეკორაციები ყოველთვის გამორჩეულია ყველა სხვა დღესასწაულისაგან. ყველა ჩვენგანს სურს საშობაო სულისკვეთების ოჯახში შემოტანა დეკორაციებისა და ნაკეთობების დახმარებითა თუ შობისათვის დამახასიათებელი სიმბოლური საჭმლისა და სასმელის მირთმევით. დარწმუნებული ვარ, ბევრი გურმანი თუ კულინარიის მოყვარული ცდილობს, საჭმელი ქრისტეშობის შესაფერად გააფორმოს, მოამზადოს გემრიელი საშობაო რეცეპტები.

გირჩევთ, თქვენც გახალისდეთ და მოამზადოთ საშობაო პიცა თქვენი მეგობრებისა და ოჯახისათვის. შეგიძლიათ ჩვეული ინგრედიენტები გამოიყენოთ, მაგრამ, ჩართეთ თქვენი კრეატიულობა და მიეცით მათ განსხვავებული ფორმები. მოამზადეთ საშობაო ნაძვის ხის ფორმის პიცა სადღესასწაულოდ. გთავაზობთ რამდენიმე კრეატიულ იდეას:

  1. ინგრედიენტები: 1 კონა დაჭრილი ისპანახი; წითელი,ყვითელი და ნარინჯისფერი ბულგარული; ზეითუნის ზეთი; ხორბლის მსხვილად დაფქული ფქვილი; პიცის ცომი; 1 ჭიქა პამიდვრის სოუსი; ¼ გახეხილი რომანოს ყველი; ჭყინტი ყველი.
    მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 450გრადუსზე. მოხარშეთ ისპანახი, გაწურეთ, რათა ზედმეტი სითხე მოცილდეს.
    გამოიყენეთ პატარა ნამცხვრის საჭრელები ბულგარულისაგან ვარსკვლავებისა და წრეების ამოსაჭრელად.
    დაფარეთ 30სმ დიამეტრის ტაფა ზეითუნის ზეთით, მოაფრქვიეთ მასზე ხორბლის პუდრი. დაამრგვალეთ ცომი და მოათავსეთ ტაფაზე.
    წაუსვით პომიდვრის სოუსი ცომს მთელს ზედაპირზე და მოაფრქვიეთ გახეხილი რომანო. დაფარეთ დაჭრილი ისპანახით და მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ დაქუცმაცებული ჭყინტი ყველი და მოათავსეთ ბულგარულისაგან გამოჭრილი ფორმები.
    გამოაცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. დაჭერით პიცა სამკუთხა ფორმებად და მოაჭერით ქერქი ქვედა ნაწილს ისე, რომ ღეროს დაემსგავსოს. ბოლოს, თითოეულ ნაჭერს თავზე ყვითელი ვარსკვლავი დაადეთ. დატკბით შედეგის ცქერითაც და დაგემოვნებითაც.Christmas-tree-pizza
  2. მეორე რეცეპტი პირველის მსგავსია, თუმცა ინგრედიენტებიდან ამოვიღებთ ისპანახსა და ბულგარულს. დავჭრით და მოვრთავთ ზეთის ხილით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.Christmas-tree-pizza1
  3. ძირითადი შემადგენლობა იგივეა, თუმცა, გასაფორმებლად შეგიძლიათ სურვილისამებრ, გამოიყენოთ კიტრი, ისპანახი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი პომიდორი, სოკო ან ზეთის ხილი.  არჩევანი თქვენზეა.

  4. პირველ რიგში, პიცის ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაძვის ხის ან ვარსკვლავის ფორმებად. დაფარეთ თითოეული ცოტა პომიდვრის სოუსით, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოაწყვეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული და პეპერონის (მწარე შებოლილი ძეხვი) ნაჭრები. გამოაცხვეთ ღუმელში 350გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, ან, სანამ ყველი არ დადნება. გემრიელად მიირთვით.ChristmasPizzaMinisLarge
  5. შემდეგი რეცეპტი პირველის მსგავსია. მხოლოდ, ამოაკელით თავზე მოსაყრელი ჭყინტი ყველი და შეგიძლიათ, პამიდვრის სოუსით ცომის დაფარვის შემდეგ, მაიონეზიც წაუსვათ ყველთან ერთად.
    რაც შეეხება ტკბილეულის ფორმის პიცას, აქ მხოლოდ პომიდვრის სოუსი, ყველი და პეპერონი გჭირდებათ.christmas-tree-candy-cane-shaped-pizza-recipes
  6. ნაძვის ხის გარდა, შეგვიძლია, პიცას სხვა კრეატიული და ლამაზი ფორმაც მივცეთ.  მრგვალი ფორმის გაბრტყელებულ ცომს წაუსვით პომიდვრის სოუსი. შემდეგ, ირგვლივ, კიდესთან ახლოს, ცოტა ადგილის გამოტოვებით, დააწყვეთ სოკო-შუაში სულგუნით. მათ შორის დარჩენილი ადგილები კი გადაკეცეთ ისე, როგორც სურათზე ჩანს. შუაგულში მოაყარეთ დაფხეკილი მოცარელას ყველი. შემდეგ, პეპერონი და სხვადასხვა ფორმებად დაჭრილი წითელი, ყვითელი და მწვანე ბულგარულები. შეგიძლიათ, მოაყაროთ ალყა-ალყად დაჭრილი იისფერი შეფერილობის ხახვიც და ბოლოს, გამოაცხოთ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. ეს პიცა ნამდვილად შესძენს სადღესასწაულო ელფერს თქვენს სუფრას.o-PIZZA-HUT-570

www.topdreamer.com

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები