„სიურრეალიზმი“ და სალვადორ დალი

ხელოვნება

загруженное (4)„სიურრეალიზმი“  ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად „ზერეალობას“ ნიშნავს. ხელოვნების ეს მიმდინარეობა მე-20 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. მისი ჩამოყალიბება ფრანგი მწერლის, ანდრე ბრეტონის სახელთანაა დაკავშირებული. სიურრეალიზმის მიზანი ადამიანის არაცნობიერი სამყაროს გამოხატვა იყო. შესაბამისად,  იგი არ ემორჩილება გონების მორალისა თუ სხვა ტიპის კონტროლს. სიურრეალიზმი  – ეს უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა ნახატის ან ჩანაწერის სახით. იგი ათავისუფლებს ადამიანს. რისგან? იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ ხოლმე მათი საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო. თითოეული ადამიანი შეზღუდულია იმ წესებით, რომელსაც საზოგადოება ადგენს და რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება.  საზოგადოებისგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს უბიძგებს სიმბოლოების საშუალებით გამოხატოს თავისი განცდები.

სიურრელიზმი – ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გადმოცემა ნახატის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად, ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.

images (21)სიურრეალიზმის წარმომადგენელი იყო ცნობილი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი. იგი საკუთარ თავს „ღვთაებრივ დალის“ ეძახდა. სურდა, ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს… ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს. დალის  ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, მარკის  ტიტული მიანიჭა. მას შეეძლო , თავისი ცხოვრების ნებისმიერი მომენტი ლეგენდად ექცია, აფორმებდა მოდების ჟურნალებს -„ვოგსა“ და „ჰარპერზ ბაზაარს“, სუნამოს ფლაკონებს ქმნიდა. საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. ამის პასუხად ამაყად აცხადებდა, ჩემსა და შეშლილს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე შეშლილი არ ვარო.

უმეტესობა გენიოსად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტებიც ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ დალის იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე იმსახურებდა. სამშობლოში ისე არ სცემდნენ თაყვანს, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში მოღალატესაც კი ეძახდნენ იმის გამო, რომ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს.

ასე თუ ისე, მის მიმართ გულგრილი არავინაა. იგი მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო. საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს ეძახდა. თავდაპირველად კუბიზმით დაინტერესდა, პარიზში ჩასვლის შემდეგ სიურეალისტებთან გადაინაცვლა და ყველგან ამაყად ამბობდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო. „სიურრეალიზმი ეს მე ვარ“ – განაცხადა მან ამერიკაში.

დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი, გათხოვილი ქალი   გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს.

სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, დაკრძალულია ფიგერასში , საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნახატია „ნარცისის მეტამორფოზა“, რომელიც 1932წელს შექმნა.

სალვადორ დალის ნახატის შინაარსის განსხვავებული ინტერპრეტაცია მოგვცა ზიგმუნდ ფროიდმა. მისი თეორიები განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდნენ, რადგანაც ისინი ყოველთვის პიკანტური და სკანდალური იყო. ფროიდის მიხედვით, შემოქმედების მასტიმულირებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებები არაცნობიერია, მათ შესახებ ადამიანმა არაფერი იცის და მათი განდევნის მიზეზი კი შიძლება იყოს სოციალური, კულტურული ან ეთიკური თვალსაზრისით მათი მიუღებლობა. ფროიდის თეორიაში ხელოვნების საფუძვლად ეროტიულ-თანატური ინსტიქტების ( სექსუალობისა და აგრესიის) ერთიანობა მოიაზრება, რომელთა რეალიზებასაც ავტორი ისახავს მიზნად. ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერის რეალიზებას ახდენს არა მარტო შემოქმედება, არამედ სიზმარი და უკიდურესი ფორმით სულიერი აშლილობა.

სურათის უკეთ გასაგებად ურიგო არ იქნება მითის გახსენება. სურათში გაცოცხლებულია ძველი ბერძნული მითი  ახალგაზრდა ლამაზი ყმაწვილის – ნარცისის შესახებ, რომელმაც უარყო ნიმფა ექოს სიყვარული, რის გამოც ნიმფამ დასაჯა ნარცისი და საკუთარი გამოსახულება შეაყვარა. დალის სურათი გამოხატავს ნარცისის მარადიულ მზერას  საკუთარ გამოსახულებაზე წყლის ზედაპირზე. შემდეგ ნარცისი გადაიქცევა ყვავილად, რომელიც იბადება კვერცხიდან, მაგრამ რჩება ფაქტობრივად უსიცოცხლო. ეს  მესიჯია ადამიანებისთვის, რომ ასეთი სიცოცხლით წარმატებას ვერ მიაღწევენ. დალი იყენებს ორმაგი სარკის ტექნიკას, რომლის საშუალებითაც, ადამიანები თავიდანვე ვერ აღიქვამენ, რას უყურებენ. მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სიკვდილისა და ლპობის სიმბოლოდ ჭიანჭველების ჯგუფი, რომელიც ხელზე მიცოცავს და გამხდარი ძაღლი. ჭადრაკისებურ დაფაზე  დგას ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამოხატავს საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისს.

დალის სურათი ფროიდს აგონებს ადამს, ედემის ბაღიდან გამოძევებულს. მისი აზრით, ნახატი გამოსახავს სექსუალურ სირცხვილს. ამის ფიქრის მიზეზს აძლევს ზევით აზიდული ხელი, რომელიც შიძლება იყოს მასტურბაცია. ნარცისი არის ძლიერი სურვილის განსახიერება, რომელიც დამალულია მისი რეპროდუქციის უკან. ქვის ხელი განასახიერებს ტერორს. შესაძლოა, დალის სურდა ხატოვნად განეხორციელებინა ეს დაპატიმრებული ფორმა სექსუალობის დროს. საბოლოოდ, სურათი რჩება მარჯვე და ორაზროვანი იმისთვის, რომ სრულად იქნეს გაშიფრული, რასაც ფროიდი ინსტიქტურად მიხვდა. ფროიდი მოხიბლული იყო დალის ტექნიკით.

 

загруженное (5)

загруженное (3)

            ლალი ჩიტაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები