ნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში

ივენთი

27 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება.

„თსუ-ეკო კლუბი“ აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებულად ნაძვების გადარჩენის მიზნით. კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი სკოლის მოსაწავლეებისათვის – „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მთავარი პირობაა ნაძვის ხე დამზადებული იყოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს. გამარჯვებულები კი Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდებიან. ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1 თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

ანა ნადირაძე

წყარო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები