TSU legal christmas იწყება

სტუდენტური ცხოვრება

ამ წუთებში კლუბ „სენატეში“ TSU Legal Christmas-ის ბოლო დეტალები ზუსტდება. მზადება თითქმის დასრულებულია და სულ რამდენიმე წუთში კლუბი თსუ-ის სტუდენტებსა და ლექტორებს უმასპინძლებს. დღევანდელი საღამოს  dress-code ნიღაბია. როგორც საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თინათინ ჯიბუტიმ განაცხადა, აქ მოსულ სტუმრებს განწყობას საინტერესო პროგრამა და მისი დასრულების შემდეგ კი 3 Dj შეუქმნის. მისი თქმით, დღეს აქ სპონსორების მიერ დაწესებული ბევრი საინტერესო საჩუქარი გათამაშდება. ასევე, სტუმრებს შეუძლიათ, მოიტანონ ნებისმიერი სახის შეწირულობა, რომელიც შემდეგ ქუჩაში მყოფ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ TSU Legal Christmas თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება. როგორც თინათინმა გვითხრა, ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და შემდეგში სტუდენტებს კიდევ უფრო საინტერესო საღამოს პირდება.

944304_749841241712459_796003193_n

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები