ნატო ხევსურიშვილის ფოტოგალერეა – „ერთი … ორი … სამი …“

ბლოგი

 

– ნატო, მე როგორც ვიცი,  სხვა პროფესია გაქვს? 

– კი, თბილისში ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, შემდეგ სწავლა საფრანგეთში, სორბონაში გავაგრძელე ფრანგული ენის განხრით. ამჟამად ფოტოგრაფიის და ლიტერატურის სფეროში ვმოღვაწეობ.

როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

– მამა იღებდა ფოტოს ძალიან კარგად. სარდაფში ვამჟღავნებდით ფირებს. პატარა აბაზანებში ჩავაცურებდით ხოლმე თეთრ, ქათქათა ქაღალდს და ვითვლიდით: ერთი, ორი, სამი . . . და გამოსახულება ჩნდებოდა. შავ-თეთრი ლაქები ნელ-ნელა იღებდნენ ფორმას და ქაღალდებზე იწერებოდა ისტორია.

როგორ ახერხებ, რამდენად დიდ დროს უთმობ ამ საქმეს? 

– ხან ბევრს, ხან ცოტას. გააჩნია სეზონს, დროს, განწყობას.

პროფესიულად ხარ დაინტერესებული ფოტოგრაფიით თუ მოყვარულის დონეზე? 

– ეს მნახველის შესაფასებელია, ჩემი აზრით, მოყვარული არ ვარ.

ფოტოგამოფენას თუ გეგმავ? 

– ფოტოგრაფი ყოველთვის ფიქრობს გამოფენაზე.

შემოქმედებითი კუთხით სად უფრო საინტერესოა მუშაობა, საქართველოში თუ საფრანგეთში? 

– კარგი კადრი, კარგი კადრია საქართველოშიც და პარიზშიც. როცა გიყვარს, რასაც აკეთებ ადგილი, დრო, გარემოება არაფრად მიგაჩნია. როცა ობიექტივში ვიხედები, ვრჩებით მხოლოდ მე და ჩარჩოში ჩასმული სამყაროს რაღაც ნაწილი და ვაჭერ ღილაზე თითს:

ერთი . . .

ორი. . .

სამი. . .
61624_1600647860351_5813614_n

60582_1600653180484_6717630_n

225950_2024279970889_936899_n

179211_1826783753607_4951107_n

162634_1760731022330_1367373_n

 

 

62274_1600643380239_4197403_n

316280_2473828049310_1095601457_n

1501884_682353821804133_1858221513_n

996932_10201918661392418_1633137895_n

 

34246_1502732412526_2869721_n

34246_1502732492528_880479_n

34246_1502732532529_3961483_n

34246_1502732572530_4030241_n

34246_1502732852537_3852267_n

34246_1502732892538_3781587_n

34246_1502734412576_4550584_n

34246_1502733812561_2158727_n

34246_1502734092568_304123_n

34246_1502734212571_6641774_n

 

25204_1371276806218_1312717_n

25096_1423312307073_4150707_n

25096_1423311907063_3677246_n

26146_1427334607628_8170978_n

532232_4266040293496_1668782343_n

35841_1495719877217_2646235_n

 

41027_1600648300362_8231623_n

58254_1600641460191_1357404_n

60237_1600657700597_4781324_n

 

თამუნა ჭონქაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები