ეკონომიკა პოლიტიკურ განზომილებაში

უნივერსიტეტების სიახლეები

DSCF0184

21 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია, სახელწოდებით „ეკონომიკა პოლიტიკურ განზომილებაში“.

კონფერენციის ოგანიზატორები იყვნენ პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი „308“ და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტები. სტუდენტურ კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ ლექტორები: გიორგი კვინიკაძე და ვალერიან დოლიძე. ღონისძიება ჩატარდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულების დეკანის მ/შ, ქალბატონ ნანი მაჭარაშვილის მხარდაჭერით.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური მეცნიერების, საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების I,II, III და IV კურსის სტუდენტებმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თემები ეხებოდა პოლიტიკისა და ეკონომიკის გავლენას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე, ქვეყნების სუვერენიტეტზე და და მსოფლიო ეკოლოგიაზე. მომხსენებლები შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსეთის, დასავლეთ ევროპის ქვეყნების, სხვა განვითარებული სახელმწიფოებისა და საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ განვითარებასა და სამომავლო მიზნებს.

DSCF0010

კონფერენციის შესვენების დროს, მოწვეულ სტუმრებსა და კონფერენციის მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ ალაფურშეტით. კონფერენცია გაგრძელდა 5 საათი, სადაც გამომსვლელებმა წარმოადგინეს 19 მოხსენება. მცირე დაღლილობის მიუხედავად, მონაწილეები და სტუმრები კონფერენციით კმაყოფილები დარჩნენ. კონფერენციის ბოლოს მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

კონფერენციის ორგანიზატორებმა სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მიმართულების დეკანატს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს  და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.

DSCF0152

DSCF0101

DSCF0049 DSCF0047 DSCF0010 DSCF0005
DSCF0186

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები