გორში „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ პროექტი იწყება

კონკურსები

19 დეკემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ პრეზენტაცია. გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ  წამოწყებულ პროექტში მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე და მის ფარგლებში ჩატარდება 18 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე. მონაწილეები ჩართული იქნებიან კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ქსელის წევრებს სამოტივაციო წერილისა და CV-ის საფუძველზე შეარჩევენ. მსურველებს საბუთების გაგზავნა 20 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე: კომბინატის კულტურის ცენტრი, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდული ცენტრი ან ელექტრონულად მისამართზე [email protected]

კონკურსის მონაწილეებს, ასევე, მოუწევთ, გაიარონ გასაუბრება 23-24 იანვარს.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, განსაკუთრებით რეგიონის მაცხოვრებლების (მათი მგზავრობის ხარჯებს ტრენინგების პერიოდში  კულტურის ცენტრი დაფარავს). პროექტი არ არის ერთჯერადი და მისი დასრულების შემდეგ, კვლავ გაგრძელდება მონაწილეებთან ურთიერთობა. პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოწვეულ სპიკერებთან და სხვა კვალიფიციურ ტრენერებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები