მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* მომხმარებელთან კომუნიკაცია;
* მომხმარებლის კონსულტაცია;
* პროდუქციის გაყიდვა;
* პროდუქციის განლაგება, დალაგება;
* პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
* თაროების მოწესრიგება;
* სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია 22-დან 45 წლამდე.
უნარ-ჩვევები: კომპიუტერზე მუშაობის მარტივი უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
* კომუნიკაბელური;
* ენერგიული;
* მოწესრიგებული;
* კეთილგანწყობილი;
* პასუხისმგებლობის მქონე.
შენიშვნა: სასურველია, კანდიდატი ცხოვრობდეს ვარკეთილისა და დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიებზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელ.მისამართზე: [email protected]. აუცილებელია, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.