გორში ,,ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის’’ პროექტი იწყება

ახალგაზრდული ორგანიზაციები

Фото0841
დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ,,ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის პრეზენტაცია“. გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ  წამოწყებულ პროექტში მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე და მის ფარგლებში ჩატარდება 18 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე. მონაწილეები ჩართულები იქნებიან კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ქსელის წევრებს სამოტივაციო წერილისა და CV-ის საფუძველზე შეარჩევენ. მსურველებს საბუთების გაგზავნა 20 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე: კომბინატის კულტურის ცენტრი და სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდული ცენტრი. ასევე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  
[email protected]

      კონკურსის მონაწილეებს ასევე მოუწევთ გაიარონ გასაუბრება 23-24 იანვარს.

     აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების, განსაკუთრებით რეგიონის მაცხოვრებლების (მათი მგზავრობის ხარჯებს ტრენინგების პერიოდში  კულტურის ცენტრი დაფარავს) გააქტიურებას. პროექტი არ არის ერთჯერადი და მისი დასრულების შემდეგ კვლავ გაგრძელდება მონაწილეებთან ურთიერთობა.  პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოწვეულ სპიკერებთან და სხვა კვალიფიციურ ტრენერებთან.

სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები