უმაღლესი განათლება ანუ რა სარგებელი მოაქვს დიპლომს?

ბლოგი

სკოლას, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, ან თუნდაც პროფესიულ სასწავლო ცენტრს, შეუძლია პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად სახელმწიფო დიპლომითაც დაგაჯილდოოს. მიზანი ამ შემთხვევაში ერთია, მიაღწიო კარიერულ მწვერვალს, ან სახემწიფოს რეალობიდან გამომდინარე სადმე დასაქმდე. მანამდე უნდა მოიპოვო დიპლომი, აუცილებლად სახელწიფოს მიერ აღიარებული, აკრედიტაციაგავლილი სასწავლებლიდან. უმაღლესი განათლების მისაღებად მინიმუმ ოთხი წელი გჭირდება. ცნობისთვის: უკანასკნელ წლებთან შედარებით, სწავლის საფასური სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ გაიზარდა, და დღეს 2250 ლარს შეადგენს წელიწადში.

რა პერსპექტივას გვთავაზობს საბოლოოდ უმაღლესი განათლების სტატუსი, ან ხელში დაჭერილი დიპლომი? მომავლის გზაზე დამდგარი თაობისთვის, ეს კითხვები ხშირად უპასუხოდ რჩება, ხოლო იმედგაცრუებულთა რიცხვი, კი ყოველწლიურად მატულობს.

1472022_479509518832344_1104697715_n

კითხვაზე, რისთვის გვჭირდება დიპლომი?! ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა თეონამ მიპასუხა: ორი წლის წინ დავამთავრე აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი… სწავლის პერიოდში მეგონა, დავამთავრებდი ბაკალავრიატს და დიპლომს ავიღებდი, მაშინვე გამოჩნდებოდა სამსახური. ვაგზავნიდი ჩV-ებს, მაგარმ უშედეგოდ, ყველგან ერთი და იგივე მოთხოვნით მისტუმრებდნენ უკან, მინიმუმ ორი წელი გჭირდება აღნიშნულ სფეროში გამოცდილებაო. სად უნდა მივიღო გამოცდილება? არცერთ ჩემს კურსელს მუშაობა არ დაუწყია საკუთარი პროფესიით, ხანდახან ისევ ვფიქრობ, რომ თუ ნაცნობი არ გყავს, არსად არ მიგიღებენ. სურვილი მაქვს წვლილი შევიტანო პროფესიიდან გამომდინარე კვების სფეროში, მაგრამ რაა?.. დღეს აქ ვზივარ, პრესას ვყიდი. სტუდენტობის პერიოდში კონფერენციებზეც გამოვდიოდი და სამეცნიერო გაზეთშიც მაქვს სტატია დაწერილი ჩემს სფეროში… მახსოვს, ხორცის ერთ-ერთ საწარმოში დიდი მოთხოვნისა და თხოვნის შემდეგ ძლივს წაგვიყვანეს პრაქტიკებზე და თავი მუზეუმში გვეგონა, არაფერს მიგვაკარეს, საინტერესოა, როგორ უნდა ისწავლო ძეხვის დამზადება თეორიულად? ან ფორთოხლისგან უალკოჰოლო წვენის გამოწურვა? პრაქტიკის უქონლობაც თავისთავად უარყოფითად აისახება. კერძო საწაროებს კი ნამდვილად არ სურთ სტუდენტების მიღება.

მეგონა დავამთავრებდი ბაკალავრიატს, დავსაქმდებოდი, დავაგროვებდი ფულს და შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელებდი სწავლას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
…ეს გოგონა დღეს გაზეთებს ყიდის… წლების წინ მის ადგილზე სხვა მუშაობდა, რომელმაც უბრალოდ მითხრა, სოციოლოგი ვარო, სხვადასხვა კურსები და ტრენინგები მაქვს გავლილი არა მარტო აქ, არამედ საზღვარგარეთაცო,მაგრამ უშედეგოდო… იმედს არ ვკარგავ, მაგრამ ხანდახან ფუჭი მგონია ის წლები, რომელიც ცოდნის მიღებისას, უნივერსიტეს შევწირეო… მაშინ ეჭვის თვალით შევხედე… დღესაც სხვამ იგივე გამიმეორა, ნაცნობობით ადვილად წყდება ყველაფერიო..

თეონას მსგავსი პრობლემა ქალბატონ ლიასაც აღმოაჩნდა, ის 54 წლისაა და როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორი სხადასხვა ფაკულტეტი, და წლებთან ერთად ახლა მისთვის სამსახური, საძებარი და სახვეწარი გახდა. ახლა სხვისი ბინაც, რომ დავალაგო ოჯახის სარჩენად, ეგეც სანატრელი გამიხდაო.

რამდენიმე რესპონდენტმა ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ გაოცებულნი არიან ვაკანსიებში მრეცხავისა და დამლაგებლის პოზიციაზე ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების ცოდნას რომ ითხოვენ.

ასეა თუ ისე, დღეს განათლება აუცილებელია და დიპლომი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა დავსაქმდებით თუ არა, ჩვენთვის სასურველ სამსახურში. ან იმ პროფესიით, რომელიც დიპლომის გვერდზეა მინაწერი, ბოლოსდაბოლოს მინიმუმ ოთხი წელი ხომ მის ათვისებას შევალიეთ.

პ.ს. გამოცდილების არ ქონა, ნაცნობობა, თითქოს ეს არ ეყოფა ქართველურ სენთა რიცხვს. ამასწინათ ვაკანსიების ჩამონათვალში ასეთ განცხადებასაც მოვკარი თვალი „პოზიცია -ჟურნალისტი, უპირატესობა მიენიჭებათ არა ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულებს… სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის განხრით.“ რიღასთვის მჭირდება მაშინ დიპლომი?!…

სოფია ანთაური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები