100 % -იანი დაფინანსება ლონდონში London School of Business & Finance
ი ელ ელ გთავაზობთ ლონდონში London School of Business & Finance -ში ჩარიცხვას გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის და ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებულ შემდეგ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე:
- GGSB Master of Business Administration (MBA)
- GGSB Mater of International Business (MIB)
- GGSB MSc in Finance
- GGSB MSc Fashion, Design and Luxury Management
- GGSB Bachelor in International Business (BIB)
- Lincoln MSc Marketing
- Lincoln MSc International Business
- Lincoln MBA
London School of Business & Finance აფინანსებს სწავლის გადასახადის 50%-ს.სტუდენტის აკადემიური მოსწრების და პროფესიული მიღწევების მიხედვით. დარჩენილი სწავლის გადასახადის 50%-იან დაფინანსებაზე სტუდენტს საშუალება ეძლევა ონლაინ განაცხადი გააკეთოს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 28 თებერვლამდე , ვინაიდან London School of Business & Finance ჩართულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უცხოეთში სწავლის პროგრამის დაფინანსების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის უნივერსიტეტების ჩამონათვალში, იხილეთ ბმული http://www.mes.gov.ge/content.php?id=667&lang=geo.
ზემოთ აღნიშნულ პროგრამებზე მიღებისთვის აუცილებელი პირობებია:
- GPA მინიმუმ 2.2
- IELTS 6.0- 6.5
- GGSB Master of Business Administration (MBA) პროგრამისთვის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ი ელ ელ გაუწევს სრულ დახმარებას სტუდენტებს საუნივერსიტეტო დოკუმენტაციის (აპლიკაცია, სამოტივაციო წერილი და ა.შ) და დიდი ბრიტანეთის სავიზო დოკუმენტაციის მომზადებაში. ი ელ ელ-ის ინგლისური ენის ცენტრი მოამზადებს სტუდენტებს IELTS-ის სასერთიფიკატო გამოცდისთვის.
საუნივერსიტეტო აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ELL საგანმანათლებლო სააგენტო და ინგლისური ენის ცენტრი
მისამართი: ვაჟა ფშაველას 30ა, მესამე სართული, ოფისი 12,
თბილისი 0177, საქართველო
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ELL განათლების მენეჯერს: თინათინ მუმლაძე 598 198 078
ტელ/ფაქსი: (+995 32) 2 399246ტელ: (+995 32) 2 391063
მობ: +995 599 504012 +995 599 248851
ვებგვერდი: www.ell.ge;