ინფორმაცია პროგრამა WORK AND TRAVEL USA 2014 შესახებ
Work and Travel USA – ეს არის:
** საინტერესო და დაუვიწყარი ცხოვრება ამერიკაში 4 თვემდე
** ანაზღაურება ამერიკული სტანდარტებით
** ინგლისური ენის საუკეთესო პრაქტიკა
** ახალი მეგობრები და ინტერნაციონალური საღამოები
** მოგზაურობა და საოცარი შთაბეჭდილებები.
გახდით პროგრამა Work and Travel USA-ის მონაწილე თუკი:
** ხართ უმაღლესი სასწავლებლის დღის განყოფილების სტუდენტი
** ხართ 18-24 წლის
** იცით ინგლისური ენა (სასაუბრო).
პროგრამის ღირებულება:
$1490.
დამატებითი ხარჯები:
ამერიკული ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული სამუშაო ადგილი – 355 $ (Standard), ან 400 $ (Premium).
საკონსულოს მოსაკრებელი: $160.
საემიგრაციო სამსახურის მოსაკრებელი SEVIS : $45.
მგზავრობა /ორივე მხარე/ : $1200.
ჯიბის თანხა: $750.
GOLDEN BRIDGE-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პროგრამაWork and Travel USA. ეს პროგრამა შეიქმნა ამერიკის მთავრობის მიერ, იმისათვის რომ სხვაქვეყნის სტუდენტებს საშუალება ჰქონოდათ გაცნობოდნენ ამერიკას არა მხოლოდ როგორცტურისტები, არამედ თან ემუშავათ ამ ქვეყანაში. საქართველოდან უკვე ასეულობით სტუდენტმაისარგებლა ამ შესაძლებლობით, რამაც საგრძნობლად შეცვალა მათი ცხოვრება, ისინი გახდნენ უფრომიზანდასახულნი და დამოუკიდებელნი. მათ მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრებისეულიგამოცდილება.
რატომ არის ასე პოპულარული პროგრამა Work & Travel USA ?
1. პროგრამა მოქმედებს საზაფხულო არდადეგების დროს და სტუდენტს არ უწევს არჩევანისგაკეთება სწავლასა და მუშაობას შორის.
2. პროგრამა ანაზღაურებადია- პროგრამაში მონაწილეობისათვის დახარჯული თანხებიანაზღაურდება შემოსავლებით, რომელსაც ღებულობენ სტუდენტები ამერიკულ კომპანიებშიმუშაობის შედეგად. უფრო მეტიც- სტუდენტების უმრავლესობა ზაფხულის განმავლობაშიგამოიმუშავებს ბევრად უფრო მეტ თანხას ვიდრე დახარჯა პროგრამაში მონაწილეობაზე.
ამგვარად, პროგრამა Work & Travel USA -ეს შესანიშნავი შანსია აშშ-ში წასვლის, კარგიანაზღაურების მიღების და რათქმაუნდა ინგლისური ენის პრაქნიკის გავლისა. ამის გარდა სტუდენტიღებულობს უცხოურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას ეს კი კიდევ ერთი დამატებითისტრიქონია მის რეზიუმეში – CV.
ასეთი გამოცდილება სტუდენტებს საშუალებას აძლევს მომავალში ადვილად იპოვონ სამსახური,რადგან ადამიანს უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებით დღესდღეობით სიამოვნებითმიიღებენ პრესტიჟულ სამუშაოზე. მაგრამ მთავარი მაინც-ცხოვრებისეული გამოცდილებაა,რომელსაც ღებულობენ პროგრამის მონაწილენი. ბევრისათვის აშშ-ში გატარებული ზაფხული ყველაზე საუკეთესო და დაუვიწყარ მოგონებდ რჩება მათ ცხოვრებაში.
Work & Travel USA ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა სტუდენტურ პროგრამებს შორის.ის საშუალებას იძლევა 3-4 თვით გადაფრინდეთ ოკეანის მეორე მხარეს და იცხოვროთდამოუკიდებელი ცხოვრებით, იმუშაოთ ლეგალურად მომსახურების სფეროებში: რესტორნებში,სასტუმროებში, გართობის პარკებში, მაღაზიებში. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, რამდენი დროდაუთმოთ დასვენებას და გართობას. მინიმალური ხელფასი / გადასახადების დაბრუნებამდე/შეადგენს 6-7 დოლარს საათში, მაგრამ პროგრამის მონაწილენი როგორც წესი იღებენ 6- დან 8დოლარამდე საათში. თუკი სტუდენტი მუშაობს არა მხოლოდ 40 საათს კვირაში ერთ სამუშაოადგილზე, არამედ დამატებით 20 საათს მეორე სამუშაოზე, მაშინ ყველა დანახარჯისა და პროგრამისღირებულების თანხის ანაზღაურების ჩათვლით სტუდენტს დამატებით შეუძლია დააგროვოს თანხისგარკვეული რაოდენობა.
პროგრამაში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები , პროგრამის მონაწილეებსლეგალური მუშაობის უფლების გარდა კიდევ საშუალება აქვთ იმოგზაურონ აშშ-ის ტერიტორიაზესამუშაოს დამთავრების შემდეგ 30 დღის განმავლობაში.
პროგრამა Work & Travel USA -ში მონაწილეობის პირობები
*უმაღლესი სასწავლებლების დღის განყოფილების სტუდენტი
*წლოვანება 18-24 წ.
*ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ამერიკამდე სულ – 7 ნაბიჯია !!!
ნაბიჯი 1. პროგრამის თაობაზე ინფორმაციის მიღება და გასაუბრება.
1 ოქტომბრიდან დაწყებული უნდა მობრძანდეთ ცენტრ GOLDEN BRIDGE-ში, მიიღოთ ჩვენს მიერშემოთავაზებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია. ცენტრი GOLDEN BRIDGE -ი მუშაობსყოველდღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11.00 – 18.00 სთ.მდე. წინასწარ ჩაეწერეთგასაუბრებაზე.
გასაუბრებაზე გამოცხადდით ზუსტად დანიშნულ დროს და თან იქონიეთ: სტუდენტური ბილეთი,პასპორტი და ერთი ფოტოსურათი 3X4.
ნაბიჯი 2. ინგლისურ ენაში ტესტირების გავლა.
ინგლისურ ენას უნდა ფლობდეთ მინიმუმ სასაუბრო დონეზე, მაგრამ სასურველია INTERMEDIATEან უფრო მაღალი დონე. თუკი თქვენ არასაკმარისად კარგად ფლობთ ინგლისურ ენას, აშშ-შიგამგზავრებამდე საკმარისი დრო გაქვთ სამეცადინოდ.
ნაბიჯი 3. პროგრამაში მონაწილეობა
ინგლისური ენის ცოდნაზე ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აუცილებელია ხელიმოაწეროთ ხელშეკრულებას, რომელიც იდება GOLDEN BRIDGE-ს, სტუდენტს და თავდებს /მონაწილის მშობელი/ შორის და სამი სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოთ პირველი სარეგისტრაციოშესატანი, რომელიც შედის პროგრამის ღირებულებაში.
ნაბიჯი 4. სამუშაოს მიმცემის პოვნა
პროგრამის ყველაზე მთავარი ეტაპი სამუშაოს მიმცემის პოვნაა. ცენტრ GOLDEN BRIDGE-შიშეგიძლიათ მიიღოთ მონაცემები სამუშაოს მიმცემებზე, ინსტრუქციები და რეკომენდაციებიკონტრაქტის დადებისათვის. მათთვის, ვინც აფასებს თავის დროს, ან არ შეუძლია დამოუკიდებლადმოძებნოს სამუშაოს მიმცემი GOLDEN BRIDGE-ი გთავაზობთ სამუშაოს მიმცემის მოძიებას,ინფორმაციას: დასაქმების სფეროზე, თქვენი მოვალეობების აღწერაზე ,საცხოვრებელ პირობებზე დაანაზღაურებაზე.
თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაცია: რა მოვალეობები გეკისრებათ სამუშაოზე ,საჭიროა თუ არადამატებითი სწავლება ან გადამზადება, როგორი გექნებათ ანაზღაურება, როგორ ჩახვიდეთდანიშნულების ადგილზე და რაც მთავარია აქვს თუ არა თქვენთვის სამუშაოს მიმცემსსაცხოვრებელი ფართი თუ მოგიწევთ ბინის დაქირავება – ყოველივე ეს აღწერილი იქნება JOB OFFER-ში/ სამუშაო კონტრაქტი/.
ნაბიჯი 5. ამერიკული მხარის მიერ სტუდენტის პროგრამაში მონაწილეობაზედასტურის მიცემა .
ეს იმას ნიშნავს რომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თქვენს სახელზე ამოწერილი იქნებაფორმა DS-2019, რომელიც წარმოადგენს ძირითად საბუთს ამერიკული J-1 ვიზის მისაღებად.
ნაბიჯი 6. ამერიკული სამუშაო ვიზის მიღებისათვის აპლიკაციის შევსება.
მუშაობაზე უფლების მიღების შემდეგ GOLDEN BRIDGE-ი შეგივსებთ აპლიკაციის ფორმას.სტუდენტების დოკუმენტაცია გადაეცემა განხილვისათვის აშშ-ის საელჩოს საკონსულოგანყოფილებას. საელჩო ლოიალურად ეკიდება პროგრამა Work & Travel USA მონაწილეებს დაპრაქტიკულად არ ეუბნება უარს ვიზის მიღებაზე. მიუხედავად ამისა ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთგარანტია ვიზის მიღებაზე, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს აშშ-ის საელჩოსკონსული.
ნაბიჯი 7. საბუთების მიღება და გამგზავრება
აშშ-ის საკონსულო განყოფილებიდან ვიზის გაცემაზე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაშიGOLDEN BRIDGE-ში უნდა მიიღოთ საბუთების მთელი პაკეტი.
გამგზავრების მომენტისათვის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ:
1. საზღვარგარეთის პასპორტი ვიზის დამადასტურებელი ბეჭდით.
2. თვითმფრინავის ბილეთი (ორივე მხარეს)
3. მუშაობის უფლება (ფორმა DS-2019)
4. JOB OFFER /სამუშაოს მიმცემთან ხელმოწერილი კონტრაქტი/
5. მონაწილის Handbook
6. სამედიცინო დაზღვევა
7. აშშ-ში მიმღები მხარის კოორდინატები და აგრეთვე პირველი დროისათვის თანხის საკმარისირაოდენობა U$750.
აშშ-ში ჩასვლისას სტუდენტები გაივლიან ამერიკული სპონსორი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულსაორიენტაციო სესიას , იმისათვის რომ შემდგომში ზუსტად შეასრულონ ყველა რეკომენდაციები დაინსტრუქციები.
თუკი თქვენ შეძელით შვიდივე ნაბიჯის გავლა, ჩვენ გილოცავთ წარმატებას!
მიზანი მიღწეულია – თქვენ მიემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში , ქვეყანაში სადაციმუშავებთ და იმოგზაურებთ პროგრამის პირობების შესაბამისად.
რა შედის პროგრამა Work & Travel USA- ის ღირებულებაში:
** დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი დოკუმენტაციის შევსებისას
** ამერიკელი სამუშაოს მიმცემის მოძიება და JOB OFFER წარმოდგენა
** სტუდენტებისთვის აშშ-ის საკონსულოში გასაუბრებაზე გასვლამდე საორიენტაციო სესიის ჩატარება.
** სტუდენტებისთვის აშშ-ში გამგზავრებამდე საორიენტაციო სესიის ჩატარება.
** GOLDEN BRIDGE-ის საინფორმაციო მასალების გამოყენება.
** დახვედრა აეროპორტში.
** საორიენტაციო სემინარი აშშ-ში ჩასვლისას
** სამედიცინო დაზღვევა აშშ-ში ყოფნისას -მთელი პროგრამის განმავლობაში
** სტუდენტებისთვის სადღეღამისო სატელეფონო მხარდაჭერა აშშ-ში ყოფნისას.
რა არ შედის პროგრამა ”Work & Travel USA”-ის ღირებულებაში
** აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაკრებელი U$45
** თვითმფრინავის ბილეთი (ორივე მხარეს)
** აშშ-ის საელჩოს საკონსულო მოსაკრებელი U$160
** “ჯიბის” თანხა პირველი დროისათვის (U$750)
( ჯიბის თანხა თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირველი ხელფასის მიღებამდე)
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბუთები:
** პროგრამაში მონაწილეობის ანკეტა/კონტრაქტი სპონსორ ორგანიზაციასთან/
** ფოტოსურათები- 5X5 სმ (პასპორტის) 2 ცალი+ CD- ზე ჩაწერილი.
** საზღვარგარეთის პასპორტის ორიგინალი და ქსერო-ასლი
** სტუდენტური ბილეთის და ჩათვლის წიგნაკის ორიგინალი და ქსერო ასლი
** სტუდენტობის დამადასტურებელი ფორმა დეკანატის ბეჭდით დამოწმებული
** ყოფილი სამუშაოს მიმცემის ან ინგლისური ენის პედაგოგის რეკომენდაცია
** დაბეჭდილი რეზიუმე ( CV in English)
** ცენტრ GOLDEN BRIDGE-ში გავლილი ინტერვიუს შევსებული ფორმა
** წერილი მომავალი სამუშაოს მიმცემისათვის
** სამუშაოს მიმცემთან ხელმოწერილი კონტრაქტის ფორმა .
JOB OFFER (სამუშაოს მიმცემის თავად მოძიების შემთხვევაში)