საღამო იოანესთვის

კატეგორიის გარეშე

საღამო იოანესათვის 1

2013 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო იოანე ძებნიაურის დასახმარებლად. იოანე, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის დიაკვნის, მამა ვახტანგ ძებნიაურის შვილია. იგი 2012 წლის 11 ივლისს დაიბადა, იმედის სამშობიარო სახლში. 6 თვის ასაკში იოანეს ექიმებმა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება თანდაყოლილი არ არის, არსებობს იოანეს გამოჯანმრთელების რეალური შანსი. საჭიროა ჩინეთში სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის გავლა. კურსი ძვირადღირებულია. პატარა იოანეს 50 000 ევრო ესაჭიროება. ამ თანხის შესაგროვებლად ახალაგაზრდები გვერდით უდგანან იოანესა და მის მშობლებს.

საღამო იოანესათვის 2
9 დეკემბრის საღამო ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც გაიმართა პატარა იაონეს გადასარჩენად. საღამოს უძღვებოდა იდეის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზტორი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ დარბაიძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები, მუსიკოსები და ანსამბლები. მათ შორის : საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლები „იავნანა“ და „ლაზარე“, სამედიცინო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი „დეკა“, კავკასიის საერთაშორისო უნუვერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი, ანსამბლი „ბეგთარი“, თინიკო და თეონა ჯავახიშვილები, ანა სახლთხუციშვილი და კესარია უდუმაშვილი, ნატა მძლეური და ნინი სუხიაშვილი, თამარ ფეიქრიშვილი და ანუკი პეპანაშვილი, ვალერი ქასოევი, გიორგი სუხიშვილი. საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე ახალგაზრდა პოეტები: ოთო ფალიანი, მიქაელ ჭიჭინაძე, თეიმურაზ ქორიძე, დეკა ნაყეური, ნატა ღეჩუაშვილი. საღამო ანსამბლმა „იავნანამ“ გახსნა, შემდეგ კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პოეტები და მომღერლები. თამარ დარბაიძისა და მისი მეგობრების გულწრფელი მონდომებით საღამო მეტად თბილი და ემოციურად დატვირთული იყო.

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს პატარა იოანე! თამარს და მის მსგავს ადამიანებს კი, წარმატება მისცეს ყოველ კეთილ საქმეში.

საღამო იოანესათვის 3


საღამო იოანესათვის 4


საღამო იოანესათვის 5

საღამო იოანესათვის

გიორგი ცინაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები