სტაჟირება თბილისის იუსტიციის სახლში

დასაქმება

იუსტიციის სახლი – ეს არის ერთი სახლი, ერთი შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანია იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) –  „იუსტიციის სახლი” აცხადებს  3 თვიან არაანაზღაურებად  სტაჟირებასთბილისის იუსტიციის  სახლში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
  • მოქალქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
  • მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
  • მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას;
  • შერჩეული კანდიდატების ნაწილი შეირჩევა სარეზერვო ჯგუფისათვის, რომლებსაც დაევალებათ:
    • მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
    • მიღებული დოკუმენტების მონაცემთა სისწორის შემოწმება;
    • იუსტიციის სახლის მომხმარებელთა კონსულტირება და დამზადებული დოკუმენტების დროული გაცემა/მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია იურიდიული განათლება);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც სრულყოფილად ეცოდინებათ ინგლისური და რუსული ენები.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • კეთილგანწყობა;
  • დახვეწილი მეტყველება;
  • მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
  • გუნდურობა;

სტაჟირება არაანაზღაურებადია!

ვაკანსიის N:5493   „სტაჟიორი რეგიონებსა და თბილისში

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს  ვებგვერდზე  და  შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  მისამართზე: http://www.hr.gov.ge/  არაუგვიანეს  2013  წლის  15 დეკემბრის  ჩათვლით.

წყარო – იუსტიციის სახლი 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები