იმპრესიონიზმი-რომანტიზმი მხატვრობაში

ხელოვნება

 

614goya 512delad იმპრესიონიზმი(impressio) ხელოვნებაში– შთაბეჭდილება, რომელიც სამყაროს  პოეტურ აღქმას  შეგვაგრძნობინებს ფერწერაში.   შეურეველი, ნამდვილი ფერები ბუნების სინამდვილეს  გადმოსცემს.  მკვეთრი მონასმები,  სიღმისეული ხედვა, რბილი და მკაფიო ფერთა გამა დამახასიათებელია იმპრესიონისტული ხელოვნებისათვის. მისი უბადლო წარმომადგენლები არიან – ედგარ დეგა, ფრანჩისკო გოია, დელაკრუა, მონე, მანე, რენუარი,პისარო, სეზანი. მათი შემოქმედება უდიდესი ნახტომი იყო ხელოვნებაში, სრულიად ახალი სტილი, ახალი ხედვა ჩამოყალიბდა. ამიტომაც იყო, რომ იმპრესიონისტებს დევნიდნენ. დიდხანს არ იყო აღიარებული მათი შემოქმედება.

მხატვრები მშვენიერებას თავისებურად გადმოსცემენ. ედგარ დეგას შემოქმედება თავისებურად გადმოსცემს სამყაროს ხედვას, ისევე როგორც კლოდ მონე, რენუარი, პისსარო, სისლე.

ედგარ დეგას ბალერინები მოძრაობაში გადმოცემულ სილამაზეს გვანახებს. საოცარია ფერთა გამა, სჭარბობს ლურჯი და მოცისფრო ტონები. მისი
ბალერინები საოცარია. დინამიური, ექსპრესიული, როგორც არის დამახასიათებელი იმპრესიონიზმისათვის. მხატვრები ჩარჩოებიდან გამოდიან და ხატავენ  მშვენიერებაზე.

საოცარი პოეტურობა იგრძნობა კლოდ მონეს შემოქმედებაში. ბუნებრივი ფერებით გადმოცემული ბუნების სინამდვილე, ემოციურობა, საოცარ განცდას ტოვებს.თუ დავაკვირდებით მის პეიზაჟებს, ნატურმორტებსა, თუ პორტრეტულ სახეებს დავინახავთ გაცოცხლებულ დროის მონაკვეთს. სიცოცხლე სჭარბობს იმპრესიონისტთა შემოქმედებაში. თუკი საგანი არ არის ისეთი ცხადი ,როგორც რენესანსის ” მადონები”, მითოლოგიური თემები, იმპრესიონისტებმა შესძლეს სამყაროს სინამდვილე გადმოეცათ მშვენიერებით და არა მკაცრი რეალიზმით. მონეს შემოქმედებაში იგრძნობა წელიწადის დროთა თავისებური სილამაზე, იგრძნობა  ადამიანის მიერ აღქმული ბუნების სახე, სხვადასხვა რაკურსითა და შინაარსით დანახული სამყარო.

პოლ სეზანის შემოქმედება განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მისი ფერები უფრო მკვეთრია, შედარებით სხვა იმპრესიონისტებისა. მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელია საოცარი ემოციურობა.მეტად ცოცხალია. მისი ტექნიკა დახვეწილი და მრავალფეროვანია. ქმნის პეიზაჟებს, პორტრეტებს, აგრეთვე ვხვდებით მითოლოგიურ პერსონაჟებსაც. იგი ავტოპორტრეტებსაც ქმნიდა.

იმპრესიონისტული მოძრაობის სულის ჩამდგმელად ითვლება კამილ პისარო, მას “იმპრესიონიზმის მამას” უწოდებენ. მისი შემოქმედება,ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისა, დაკავშირებულია ბუნების ხედების, პოეტური ფონებისა და ბუნების მშვენიერების გადმოცემასთან.იგი მასწავლებელი და მეგობარი იყო  სეზანის, გოგენის.პატივს სცემდნენ და უყვარდათ ფრანგ მხატვრებს. მას საფრანგეთის არაერთი ხედი აქვს შექმნილი. ხატავდა სოფლებს, ადამიანებს, მათი ყოფა-ცხოვრების მომენტებს.

ფრანჩისკო გოია-ესპანელი მხატვარი. მისი შემოქმედება მრავლისმომცველია. მრავალფეროვანი, თავისებური, დიდებული, გაჯერებული რომანტიული სულით. იგი როკოკოს სტილს უახლოვდება.მის ფერწერაში იგრძნობა რემბრანდტის, ველასკესის გავლენა. იგი ესპანეთის სამეფო კარზე მოღვაწეობდა. სამეფო კარის წევრთა პორტრეტულ ნამუშევრებში იგრძნობა მისი ოსტატობა, ექპრესიულობა, დრამატიზმი. ცნობილი სერიაა ჩარლზ IV-ს ოჯახის პორტრეტები. მას აქვს შექმნილი საფრანგეთი-ესპანეთის რევოლუციის დროინდელი პერიოდის ამსახველი ნამუშევრები “2 მაისი 1808 წელი” და “სამი მაისი1808 წელი.” შექმნილი აქვს სერია “შავი ნახატებისა”. მასზე საშინელ გავლენას ახდენდა ომი და მისი დაუნდობლობა.

შავი ნახატები ერთგვარად კულმინაციაა მხატვრის მიერ განვლილი რთული ცხოვრებისა. დაუფარავ სინამდვილეს გადმოსცემს, საშინელებით, დრამატიზმით, ემოციურობით დატვირთული ნამუშევრებით.

 

რომანტიზმს (Romantico) უდიდესი ემოცია შემოაქვს ადამიანში, რადგან სწორედ მის გრძნობებსა და განცდებზე , სამყაროს სიღრმისეულ აღქმაზეა დამყარებული.რომანტიკოსი მწერლები,პოეტები, მხატვრები თუ მუსიკოსები ეყრდნობოდნენ ბუნების მისტიურ სახეს, პოეტურ განცდას, გრძნობაზე დამყარებულ ხედვას, ბრძოლას, გმირობას, სილამაზეს, უცნაურობას, სიყვარულს.

ეს ყოველივე გასდევს მათ შემოქმედებას. ეს არის უდიდესი თავისუფლების განცდით განმსჭვალული მშვენიერება, რომელიც გამოვლინებას ჰპოვებს ხელოვნებაში.

მუსიკაში რომანტიზმი, გულისხმობს  ემოციის, ოცნების, ფანტასტიკური ელემენტების, პოემების, ომის, სიყვარულის, და რაც მთავარია კომპოზიტორის იდეის ერთიანობას. რომანტიკოსი მხატვრები, პოეტები, ასევე რომანტიკოსი მუსიკოსები, არ აღიარებდნენ “სიმშრალეს”, არამედ უფრო მეტად მიისწრაფოდნენ სიღრმისკენ. უყვარდათ საღამო, ხედი ბუნებისა, ოცნება.

მე-19 საუკუნე, მუსიკაში ახალი ჟანრის შემოსვლის პერიოდია, ეს არის პოეტური სიმფონია. შთაგონებისათვის, კომპოზიტორები ეცნობოდნენ პოემებს, ვიზუალურ ხელოვნებას, დრამატურგიას, ლიტერატურას.

თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, ფელიქს მენდელსონი, რობერტ შუმანი,ნიკოლო პაგანინი, ვინჩენცო ბელინი,ჰექტორ ბერლიოზი.

მათი შემოქმედება ორგანულად არის მორგებული საზოგადოებას, და არ არის გათვლილი მხოლოდ მაღალი რანგის წარმომადგენელთათვის. მუსიკა ჟღერადია, სავსეა.

რომანტიკოსი ხელოვანები, მუდმივად ისწრაფოდნენ გადმოეცათ ბუნების სინამდვილე. მხატვრებს შთააგონებდათ მწერალთა შემოქმედებები: დიდი ინგლისელი დრამატურგის,შექსპირის დრამები, ჯორჯ ბაირონის შემოქმედებები. მაგალითად სერ ვოლტერ სკოტის რომან   “აივენჰოს” თემას მიუძღვნა ” რებეკას მოტაცება” დელაკრუამ. მხატვრები ბევრს მოგზაურობდნენ, ეძებდნენ ხედებს, ახალ თემატიკას.

ეჟენ დელაკრუამ იმოგზაურა აფრიკაში, მაროკოში. მას აღწერილი აქვს მოგზაურობა ჩანახატებში, აგრეთვე ფერწერულ ნამუშევრებში.

კიდევ ერთი ცნობილი რომანტიკოსი მხატვარი გახლდათ ფრანგი ფერმწერი თეოდორ ჩეზარი, რომელიც აგრეთვე ბევრს მოგზაურობდა აფრიკაში. მან იმოგზაურა ალჟირში, შექმნა უამრავი ფერწერული ნამუშევარი ამ თემატიკაზე დაყრდნობით. იგი ქმნიდა ზღაპრულ პერსონაჯებს, პორტრეტებს, გმირობის თემაზე დაფუძვნებულ ნახატებს.

ცნობილი ინგლისელი რომანტიკოსი ფერმწერი იყო ჯონ კასტაბელი, რომელსაც თავის სიცოცხლეში არ დაუტოვებია მშობლიური მხარე- ინგლისი, მხატვრობაც ინგლისის ხედებს, ღირსშესანიშნაობებს მიუძღვნა.

ვერნე-ცნობილი ფრანგი მხატვარი, რომელიც აღიარებული და დამსახურებული მხატვარი იყო არამარტო საფრანგეთში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მის შემოქმედებაში იგრძნობა ემოციურობა, დრამატიზმი, სიკვდილი-ბუნების ძლიერებასთან ჭიდილში, შემოაქვს სიყვარულის თემაც.

აღსანიშნავია აგრეთვე , ნორვეგიელი რომანტიკოსი მხატვრის იოჰან კრისტიან (1788-1857) დალის შემოქმედება. მისი შემოქმედება უფრო მეტად მისტიურია, იგრძნობა სიმარტოვის განცდა, ხშირად ხატავს ნისლიან გარემოს, ჩაბნელებულ სივრცეს, ჩამავალი მზის პეიზაჟს.

იმპრესიონიზმის პოეტურ აღქმას, რაღაც მხრივ, მოაქვს რომანტიზმის იდეაც, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა ადამიანისა და ბუნების თემას, ჰეროიზმს, სიყვარულს, ბრძოლას.  იმპრესიონიზმი განცდა, შთაბეჭდილებაა.  რომანტიზმი არ ერგება საგნის აღწერას, არც არსებულ სინამდვილეს, არამედ სრულად ერგება ადამიანის განცდას, გრძნობას. იმპრესიონიზმი მხატვრობაში წაკითხული პოეზიაა. განსხვავებული მისწრაფებებით გადმოცემული განცდა. ორივე მიმდინარეობა ადამიანის გარშემო არსებულ სინამდვილეს  განსხვავებულად გადმოსცემს. სამყაროსთან ერთიანობის, დამოკიდებულებისა და აღქმის თავისებურებაა გადმოცემული იმპრესიონიოსტთა შემოქმედებაში, რომელსაც რომანტიზმი “შემოფარგლავს”, უფრო მეტად აერთიანებს და ამყარებს საგმირო, სასიყვარულო, ისტორიული, თემატიკით. ერთდროულად თავისუფალი სტილი და ამასთანავე დრამატურგიული არსით გაჯერებული შემოქმედება ქმნის საერთოს, ავლენს ადამიანის ცხოვრებისეულ მომენტს, მისწრაფებას, ძალას, გრძნობას. ერთის მხრივ იმპრესიონისტული სიღრმე,მეორეს მხრივ რომანტიული ემოცია. რომანტიზმში წარმოდგენილია მშვენიერებაში  გაცოცხლებული ადამიანის სახე, ადამიანია პერსონაჟი, მოქმედი გმირი. იმპრესიონიზმში ადამიანის სახე მშვენიერებასთან შერწყმული, თანაზიარია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საერთო ბევრია ამ ორ მიმდინარეობას შორის,- ისევ და ისევ სამყარო და ადამიანი.

 

მარიამ სამხარაძე
7floes4 (1) 4stacks6

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები