მუსიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო ოდითგანვე, თუმცა ხელოვნების ეს დარგი არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი, როგორც დღეს.
საბედნიეროდ, თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია და ის, რაც საუკუნეებმა შემოგვინახა, აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა გემოვნების მსმენელს. მეტიც, მუსიკოსთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათი ნაწილი, ხშირად, ჩრდილში რჩება.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ, ასე თუ ისე „ახალ“ შემსრულებელსა თუ ჯგუფს, რომლებიც შეიძლება, არ იცოდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ!
Rhye – 2010 წლიდან გამოდის ხალხის წინაშე. მისი წევრები არიან: კანადელი მაიკ მილოში და დანიელი რობინ ჰანიბალი. მათი პირველი ალბომი „Woman“ 2013 წლის მარტში გამოვიდა. მოღვაწეობენ საქართველოში, პოპულარულ ინდი ჟანრში.
[jwplayer mediaid=”8309″]
Woodkid-ის სახელით არის ცნობილი 30 წლის ფრანგი, იოან ლემუანი, რომელიც მუსიკოსთან ერთად რეჟისორი და დიზაინერი გახლავთ. მისი მუსიკა უმეტესად ნეიფოლკისა და ექსპერიმენტალის ჟანრს მიეკუთვნება. უმუშავია ისეთი მუსიკოსების ვიდეოკლიპებზე, როგორებიც არიან: ლანა დელ რეი, კეიტი პერი, ტეილორ სვიფტი. მუსიკის გარდა, გატაცებულია ფოტოგრაფიით, ქსოვით, ხატვითა და სკულპტურების შექმნით. მისი პირველი ალბომი, „The golden age“, Rhye-ის მსგავსად, ასევე, 2013 წელს გამოვიდა. ვფიქრობ, უსამართლობაა, რომ ქართველი ხალხის საკმაოდ მცირე ნაწილი იცნობს ამ შემსრულებელს.
[jwplayer mediaid=”8311″]
Beach House არის ფრანგულ-ამერიკული დუეტი, რომელიც 2004 წელს გამოჩნდა მუსიკალური ინდუსტრიის ჰორიზონტზე. მისი წევრები არიან: ვიქტორია ლერგანი და ალექს სკელი. ჯგუფს სამი ალბომი აქვს გამოშვებული და სამივე შედის „Pitchfork“-ის წლის საუკეთესო ნამუშევრების კრებულში. Beach House დრიმ პოპისა და ინდი როკის ჟანრში მოღვაწეობს. ყველაზე დიდ აღტაცებას იწვევს სოლისტის, ვიქტორიას, წარმოუდენელი, განუმეორებელი ხმის ტემბრი.
[jwplayer mediaid=”8313″]
Warpaint ამერიკული ბენდია, რომელიც ასევე დრიმ პოპს უკრავს. მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყეს, Beach House-ის მსგავსად. აღსანიშნავია ის, რომ ჯგუფის წევრები მხოლოდ გოგონები არიან და ქმნიან საკმაოდ „ფაფუკ“ და ფემინურ „სინგლებს“. მათი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ალბომი „The Fool“ 2010 წელს გამოვიდა.
[jwplayer mediaid=”8337″]
Mø, იგივე კარენ ორსტედი, რომლის მეტსახელი მის მშობლიურ ენაზე ნიშნავს „ქალიშვილს“, არის 25 წლის დანიელი გოგონა. კარენმა 2012 წელს დაიწყო მოღვაწეობა და უკვე საკმაოდ პოპულარულია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ელექტრო პოპის ჟანრში.
[jwplayer mediaid=”8316″]
მარიშა მინაზარიშვილი