ვაკანსია კონსულტანტ/გამყიდველის და მოლარის თანამდებობებზე

დასაქმება

სს \”პოპული\” და შპს \”იოლი სუპერმარკეტი\” აცხადებს თანამშრომელთა მიღებას შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

1. კონსულტანტი/გამყიდველი

მოვალეობები:

* საქონლის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა
* მომხმარებელთა საჩივრებთან გამკლავება
* კლიენტების მომსახურება
* ყველა სხვა გაყიდვასთან დაკავშირებული მოვალეობები.

მოთხოვნები:

* სწრაფად ფიქრისა და მოქმედების უნარი
* მომსახურების სანიმუშო მანერები
* სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
* ყურადღება
* ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (ინგლისური ენის სასურველია)
* ასაკი: 18-დან 35 წლამდე.

2. მოლარე

მოვალეობები:

* სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
* სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
* მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირება.

მოთხოვნები:

* საშუალო ან უმაღლესი განათლება
* კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები
* მომსახურების სანიმუშო მანერები
* სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
* ყურადღება
* ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (ინგლისური ენის სასურველია)
* სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
* ასაკი: 18-დან 35 წლამდე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (ქართულ ენაზე), თანდართული ფოტოსურათით, ელ.მისამართზე: [email protected] და მიუთითონ სასურველი თანამდებობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები